logo_geo
7 მიზეზი, თუ რატომ შორდებიან წყვილები ბავშვის გაჩენის შემდეგ
- +

30 აპრილი. 2019. 01:30

 

წყვილების დიდი ნაწილი შვილის გაჩენის შემდეგ დაშორების გადაწყვეტილებას იღებს. ადამიანები ზოგჯერ ვერ აცნობიერებენ, რამდენი რამ შეიძლება შეიცვალოს ცხოვრებაში ბავშვმა. ისინი მოუმზადებლები ხვდებიან ყოველივეს და ახალ პრობლემებთან გამკლავება უჭირთ. ვნახოთ, რა არის მთავარი მიზეზები, რომელთა გამოც შვილის გაჩენის შემდეგ წყვილები ერთმანეთს შორდებიან.

 

  1. კომუნიკაციის ნაკლებობა - ბუნებრივია, რომ უფრო რთული ხდება პარტნიორთან მშვიდად საუბრისთვის დროის გამონახვა. გამუდმებით ბავშვზე ზრუნვით ხართ დაკავებულები, მას უწყვეტი ყურადღება სჭირდება. შესაბამისად, თქვენს საჭიროებებზე პარტნიორს ვეღარ ესაუბრებით. მუდამ დაღლილები ხართ და დროსთან ერთად, შესაძლოა, სურვილიც არ გაქვთ საუბრის, რაც რა თქმა უნდა, ურთიერთობაში პრობლემებს აჩენს.

 

  1. დაძაბულობა - იყო მშობელი არ არის მარტივი და ეს განსაკუთრებით რთულია ახალბედა მშობლებისთვის. ზოგჯერ ჩნდება განცდა, რომ მშობლის ტვირთი მარტო გაწევს, მხოლოდ შენ გაქვს ყველანაირი პასუხისმგებლობა და პარტნიორი არ იზიარებს მას. ხარ სტრესში და მუდამ დაძაბული. ეს რომანტიკულ ურთიერთობაში ბზარის გაჩენის კიდევ ერთი მიზეზია.

 

  1. ცხოვრება ქაოსური ხდება - როცა ბავშვი იბადება, ცხოვრება მთლიანად იცვლება. პარტნიორისთვის ცოტა დრო რჩება, ხოლო საკუთარი თავისთვის დრო საერთოდ აღარ გაქვთ და ხანდახან ფიქრობთ, რომ ცხოვრების გაკონტროლება აღარ შეგიძლიათ, რადგანაც ის წარმოუდგენლად ქაოსური გახდა. წყვილების დიდი ნაწილი სწორედ იმიტომ შორდება ერთმანეთს, რომ ვერ უმკლავდებიან ცხოვრების ახალ რიტმს და ვერ ახერხებენ ქაოსის დალაგებას.

 

  1. ბავშვის გაჩენის შემდეგ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა თითქოს უმნიშვნელო ხდება - სასიყვარულო ურთიერთობა მეორე პლანზე ინაცვლებს. ასე ხდება იმ შემთხვევაში, როცა წყვილები მზად არ არიან ბავშვისთვის და არ აქვთ გააზრებული, თუ როგორ შეიძლება დროის გადანაწილება ყველაფერზე. საბოლოო ჯამში, ყოველივეს გავლენით ურთიერთობა ცივდება და წყვილები დაშორების გადაწყვეტილებას იღებენ.

 

  1. ძილის რეჟიმის დარღვევა - ეს არის მიზეზი, რომელმაც შეიძლება ყველაზე მყარი ურთიერთობაც კი დაანგრიოს. როცა არ გყოფნით ძილი, უხასიათო და აუტანელი ხდებით და თქვენ არ ხართ გამონაკლისი. ნებისმიერ ადამიანს ასე ემართება. უძილობა გარდა ხასიათის ცვლილებისა, საღად აზროვნების შესაძლებლობას აქვეითებს და გადაწყვეტილებების რაციონალურად მიღების უნარს გიკარგავთ.

 

  1. ბავშვი, როგორც ურთიერთობის მოგვარების საშუალება - ზოგჯერ წყვილები ბავშვს ურთიერთობის მოგვარების მიზნით აჩენენ. ფსიქოლოგების განმარტებით, ბავშვის გამოყენება ამ მიზნით ცუდი იდეაა, მაგრამ სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ბევრი ადამიანი მიმართავს ამ მეთოდს და ჰგონიათ, რომ ბავშვის გაჩენის შემდეგ ურთიერთობაში პრობლემები მოგვარდება. რეალურად კი ასე არ არის. ბავშვის გაჩენა ურთიერთობას ვერ მოგიგვარებთ.

 

  1. მშობიარობის შემდგომი დეპრესია - ბავშვის გაჩენა, რა თქმა უნდა სასიხარულო და ბედნიერების მომტანი ფაქტია, მაგრამ ქალების დიდ ნაწილს მშობიარობის შემდგომი დეპრესია სტანჯავს, რომელიც გარშემომყოფების მიერ უგულებელყოფილია და არავის ესმის, რატომ შეიძლება იყოს ქალი შვილის გაჩენის შემდეგ დეპრესიაში. როგორც წესი, ქალებიც მალავენ თავიანთ შინაგან მდგომარეობას, ამას უმალავენ პარტნიორსაც.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი