logo_geo
BBC: შიმშილობა ადამიანის სიცოცხლეს ახანგრძლივებს
- +

30 აპრილი. 2019. 18:47

 

BBC: დიდი ხანია დადის ჭორი, რომ პერიოდული შიმშილობა ორგანიზმს ახალგაზრდობას უნარჩუნებს.

 

რამდენიმე დღის წინ ჯორჯიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა „ჯანსაღი შიმშილის“ თეორიის მიმდევართა არგუმენტები კიდევ უფრო გაამყარეს. მათი კვლევა აჩვენებს, რომ შიმშილი ან დაბალკალორიული, მკაცრი დიეტა სისხლძარღვთა სისტემის გაჯანსაღებას იწვევს.

 

 

 

მეცნიერების თქმით, შიმშილის ან ძლიერი ფიზიკური დატვირთვის დროს ადამიანის თირკმელები გამოიმუშავებს ნივთიერებას, რომელიც ორგანოებისა და სისხლძარღვების კედლებს დაბერებისაგან იცავს, რადგან მათი უჯრედების გაყოფასა და გამრავლებაზე ახდენს ზეგავლენას (პროცესს აჩქარებს). 

 

„დაბერების მთავარი ასპექტი სწორედ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაბერებაა",-  ნათქვამია კვლევაში.

 

მეცნიერები ფიქრობენ, რომ ამ ნივთიერების სინთეტიკური ანალოგის შექმნაც შესაძლებელია: „რთულია ადამიანები აიძულო რამდენიმე დღე იშიმშილონ [...] და ამას ყველა ვერ გაუძლებს, მაგრამ თუ ჩვენ შევძლებთ და ამ ეფექტს ხელოვნურად გამოვიწვევთ, ეს ადამიანებს გააჯანსაღებს და ისინი უფრო დიდხანს იცოცხლებენ“,-  ნათქვამია კვლევაში.

 

big_banner
არქივი