2019 წლის 1 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კაცების რაოდენობა ქალებისას ჩამორჩება. წელს კაცების რიცხოვნობა 1 790 ათასს შეადგენს. ქალების რაოდენობა კი 1 932 ათასით განისაზღვრა.
ეს მონაცემები პროცენტებში ასე გამოიყურება:
მამაკაცი- 48 პროცენტი. ქალი- 52 პროცენტი.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში მამაკაცებთან შედარებით სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა ქალებს უფრო მაღალი აქვთ.
მამაკაცების სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 69, ქალებისთვის კი 78 წელია.