logo_geo
ადგილი სადაც ვანო სარაჯიშვილი დაიბადა - ვინ იცის რა ადგილია?
- +

1 მაისი. 2019. 00:33

 

 

ბიოგრაფია

 

დაბადების ადგილი: ქ. სიღნაღი. 1887 წლიდან სწავლობდა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში, 1888-1895წწ. მღეროდა მოსწავლეთა გუნდში; 1898-1900წწ. იყო ქართული ხალხური გუნდის ხელმძღვანელი ს. კავსაძე) მომღერალი-სოლისტი; 1903 წელს პეტერბურგს გაემგზავრა და სიმღერას სწავლობდა ჯერ ი. პრიანიშკინოვთან, შემდეგ კი ა. პანაევა-კარცევასთან; მისი დებიუტი პეტერბურგში 1907 წელს შედგა ჯ. ვერდის ოპერა "ტრავიატაში"; პარალელურად, 1906-1908წწ. იტალიაში კასტელანოს ხელმძღვანელობით ეუფლებოდა ბელკანტოს ხელოვნებას და იტალიის სხვადასხვა ქალაქში გამოდიოდა; პეტერბურგში დაბრუნების შემდეგ მუშაობა იტალიურ დასში განაგრძო; 1908 წლიდან თბილისში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. გამოდიოდა თბილისის საოპერო სცენაზე, მღეროდა ევროპელი და რუსი კომპოზიტორების ოპერებში, ასევე ასრულებდა ქართველი კომპოზიტორების რომანსებს.

 

1923 წლის 28 მაისს მან მონაწილეობა მიიღო ზ. ფალიაშვილის ოპერის "აბესალომ და ეთერის" ახლადშექმნილი ფრაგმენტების შესრულებაში. 1910-1920წწ. მონაწილეობდა ზ. ფალიაშვილის ოპერების დადგმებში, მღეროდა აბესალომისა ("აბესალომ და ეთერი") და მალხაზის ("დაისი") პარტიებს. ვანო სარაჯიშვილი სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცა. ის უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა, ხალხი მას სიყვარულით "საქართველოს ბულბულსაც" ეძახდა. მთელი თავისი მოღვაწეობის მანძილზე ვანო სისტემატურად მართავდა კონცერტებს. მისი რეპერტუარი ძალიან მრავალფეროვანი იყო. ის თანაბარი ოსტატობით ასრულებდა ქართველი და რუსი კომპოზიტორების რომანსებს, ქართულ ხალხურსა და ნეაპოლურ სიმღერებს. სარაჯიშვილი ქართული პროფესიული ვოკალის ერთ-ერთ ფუძემდებლად ითვლება. გადაღებულია კინოფილმ "მამის მკვლელში"(1923), შემორჩენილია რამდენიმე გრამფირფიტა მისი ხმით, თუმცა ჩანაწერები არასრულყოფილია. სარაჯიშვილის სახელი მიენიჭა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას(1947).

 

 

 

წყარო: nplg.gov.ge

 

 

 

big_banner
არქივი