logo_geo
ფანჯრების მწმენდავიდან მაცხოვრის როლამდე – ვინ არის მსახიობი, რომელმაც იესოს როლი შეასრულა?
- +

1 მაისი. 2019. 15:31

 

აღდგომის ყოველ დღესასწაულზე ქართველი მაყურებელი უყურებს ფილმს „იესო“, რომელიც ტრადიციულად, ყოველ წელს გადის. ალბათ გაინტერესებთ, თუ ვინ ასრულებს იესოს როლს და როგორ დაიწყო მისი კარიერა. ეს გახლავთ ბრაიან დიკონი, დიდი ბრიტანეთიდან. დაიბადა 1949 წლის 13 თებერვალს ოქსფორდშირში, ეს არის ცერემონიული არამეტროპოლიური საგრაფო ინგლისის სამხრეთში. შედის სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისის რეგიონში.

 

ბრაიან დიკონი 17 წლის ასაკიდან, რაც სკოლა დაამთავრა, მუშაობდა სხვადასხვა პოზიციაზე: ფანჯრების მწმენდავად, ხორცის სატვირთო მანქანის მძღოლად და ახალგაზრდულ თეატრში. მომდევნო წლებში ლონდონში გადავიდა, სწავლობდა ვებერი დუგლასის სკოლაში.

 

ფილმებსა და სერიალებში ნათამაშები აქვს 30-ზე მეტი როლი. ქართველი მაყურებელი კი მას იცნობს ფილმიდან „იესო“, რომელიც 1979 წელს კინოკომპანია „უორნერ ბრაზერსმა“ გადაიღო აშშ-ში.

 

მსახიობი ორჯერ დაქორწინდა, მისი პირველი მეუღლე იყო რულა ლენსკა, რომელთანაც 1977 წელს შექმნა ოჯახი და 1987 წელს დაშორდა, მისგან ჰყავს ერთი ქალიშვილი. 1998 წელს დაქორწინდა ნატალი ბლოხზე.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი