მარკ ცუკერბერგმა ახალი ცვლილებების პაკეტი წარადგინა, რომელიც Facebook-ს, Instagram-ს და Whatsapp-ს შეეხება.
ახალი დიზაინისა და ფუნქციების შემუშავება, სოციალური ქსელის გიგანტმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც კომპანიის მიერ თავისი მომხმარებლების მონაცემთა დაცვის მეთოდებმა მწვავე კრიტიკა დაიმსახურა.
მარკ ცუკერბერგი აცხადებს, რომ ბევრი რამის გაკეთება მოუწევს ნდობის აღსადგენად. მისი თქმით, კომპანია მომხმარებლების კონფიდენციალურობასა და უსაფრთხოებას უმთავრეს პრიორიტეტად აქცევს.
აპლიკაციები გახდება უფრო მარტივი, მოქნილი და ნაკლები დატვირთვით იმუშავებს.
შეიცვლება სოციალური ქსელების როგორც ფუნქციები, ასევე დიზაინიც:
მარკ ცუკერბერგი აცხადებს, რომ მონაცემთა დაცვის კუთხით, ამჟამად კომპანიას კარგი რეპუტაცია არ აქვს და ამას აუცილებლად გამოასწორებენ.
„ეს ერთ ღამეში არ მოხდება, ჯერ ყველა კითხვაზე პასუხი არც გვაქვს, თუმცა ვმუშაობთ გაუმჯობესებაზე,“ - ამბობს ცუკერბერგი.
ცუკერბერგი მიიჩნევს, რომ სოციალური ქსელების მომხმარებლებისთვის, მცირე ზომის ჯგუფებში ყოფნა და იქ კონფიდენციალურად საუბარი უფრო პრიორიტეტული იქნება და კომპანიაც სწორედ ამის უზრუნველყოფაზეა ორიენტირებული.
სოციალური მედიის კონსულტანტი მეტ ნავარა განმარტავს, რომ Facebook-ის ასეთი მასშტაბური ცვლილებები ბოლო 5 წლის განმავლობაში არ განხორციელებულა.
ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცვლილება კი ფერს შეეხება. Facebook-ის დესკტოპის აპლიკაცია ლურჯი აღარ იქნება.