logo_geo
Facebook-ის აპლიკაცია, messenger და instragram რადიკალურად იცვლება
- +

1 მაისი. 2019. 23:27

 

მარკ ცუკერბერგმა ახალი ცვლილებების პაკეტი წარადგინა, რომელიც Facebook-ს, Instagram-ს და Whatsapp-ს შეეხება.

 

ახალი დიზაინისა და ფუნქციების შემუშავება, სოციალური ქსელის გიგანტმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც კომპანიის მიერ თავისი მომხმარებლების მონაცემთა დაცვის მეთოდებმა მწვავე კრიტიკა დაიმსახურა.

 

მარკ ცუკერბერგი აცხადებს, რომ ბევრი რამის გაკეთება მოუწევს ნდობის აღსადგენად. მისი თქმით, კომპანია მომხმარებლების კონფიდენციალურობასა და უსაფრთხოებას უმთავრეს პრიორიტეტად აქცევს.

 

აპლიკაციები გახდება უფრო მარტივი, მოქნილი და ნაკლები დატვირთვით იმუშავებს.

 

შეიცვლება სოციალური ქსელების როგორც ფუნქციები, ასევე დიზაინიც:

 

  1. messenger-ით გაგზავნილი ტექსტური შეტყობინებები ავტომატურად დაშიფრული იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ Facebook-ს არ ექნება შესაძლებლობა ტექსტის შინაარსი წაიკითხოს. ამ პრინციპს გამოიყენებენ WhatsApp-ზეც.

 

  1. Instagram-ზე აღარ გამოჩნდება მოწონებების და ნახვების რაოდენობა, მათ მხოლოდ უშუალოდ მომხმარებელი დაინახავს და არა მისი follower-ები.

 

  1. Facebook აპლიკაციის დიზაინი შეიცვლება ისე, რომ მეტი ყურადღება გამახვილდეს სოც-ქსელში არსებულ ჯგუფებზე. Newsfeed-ში სწორედ მომხმარებლისთვის საინტერესო ჯგუფები გამოჩნდება და შეიცვლება ვიზუალიც. ეს ცვლილება პირველად აშშ-ს მასშტაბით ამოქმედდება, შემდეგ კი მსოფლიოს მასშტაბით ჩაეშვება.

 

  1. Instagram-ზე პოსტის განსათავსებლად ფოტოს ან ვიდეოს დადება აღარ იქნება აუცილებელი, მომხმარებელს შეეძლება მხოლოდ ტექსტი, სტიკერი ან ნახატი გააზიაროს.

 

  1. მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ ორმხრივად წაშალონ მეგობრისთვის გაგზავნილი ტექსტური შეტყობინება, ფოტო თუ ვიდეო. ამის მუდმივი ჩანაწერები აღარ შეინახება.

 

მარკ ცუკერბერგი აცხადებს, რომ მონაცემთა დაცვის კუთხით, ამჟამად კომპანიას კარგი რეპუტაცია არ აქვს და ამას აუცილებლად გამოასწორებენ.

 

„ეს ერთ ღამეში არ მოხდება, ჯერ ყველა კითხვაზე პასუხი არც გვაქვს, თუმცა ვმუშაობთ გაუმჯობესებაზე,“ - ამბობს ცუკერბერგი.

 

ცუკერბერგი მიიჩნევს, რომ სოციალური ქსელების მომხმარებლებისთვის, მცირე ზომის ჯგუფებში ყოფნა და იქ კონფიდენციალურად საუბარი უფრო პრიორიტეტული იქნება და კომპანიაც სწორედ ამის უზრუნველყოფაზეა ორიენტირებული.

 

სოციალური მედიის კონსულტანტი მეტ ნავარა განმარტავს, რომ Facebook-ის ასეთი მასშტაბური ცვლილებები ბოლო 5 წლის განმავლობაში არ განხორციელებულა.

 

ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცვლილება კი ფერს შეეხება. Facebook-ის დესკტოპის აპლიკაცია ლურჯი აღარ იქნება.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი