logo_geo
არამიწიერი არსებები დედამიწაზე გადარჩენისთვის ჩამოდიან - მეცნიერი ოქსფორდიდან
- +

2 მაისი. 2019. 00:53

 

ამერიკელი პროფესორი ამბობს, რომ უცხოპლანეტელებს ახალი ჰიბრიდის შექმნა სურთ.

 

ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორს იანგ-ხე ჩის მიაჩნია, რომ უცხოპლანეტელთა რეპტილოიდები დედამიწაზე დიდი ხანია არიან.

 

„უფრო მეტიც, მათ სურთ შექმნან ახალი სახეობა - ჰიბრიდული რეპტილოიდისა და ადამიანისგან“, - წერს გამოცემა Daily Mirror-ი.

 

პროფესორმა თავისი თეორია მწვანე ადამიანების შესახებ დაწერა წიგნში „უცხოელთა ვიზიტები და კაცობრიობის დასასრული“.

 

„ისინი აქ ჩამოდიან არა ჩვენი გულისთვის, არამედ, საკუთარი გადარჩენისთვის, მაგრამ მათი გადარჩენა, სინამდვილეში, ჩვენი გადარჩენა - ბიოსფეროს გადარჩენაა“, - წერს მეცნიერი იანგ-ხე ჩი.

 

მისი თეორიის თანახმად, უცხოელები ცდილობენ შექმნან ჰიბრიდი ადამიანები, რომლებიც შეძლებენ გადაურჩნენ კლიმატის ცვლილებას. მეცნიერი ასევე აღნიშნავს, რომ უცხოელები გამოჩნდებიან ღიად, როდესაც მსოფლიო სერიოზული კრიზისების წინაშე დადგება, როგორიცაა, მაგალითად, ბირთვული ომი.

 

იმავდროულად, ისინი ცხოვრობენ საკუთარ ბიოსფეროში, რომელსაც ვერ ვხედავთ. იანგ-ხე ჩი აღწერს ოთხი ტიპის არამიწიერ არსებებს:

 

„პატარა, მაღალი და მამაცი, ქვეწარმავლის მსგავსი გველისთვალებიანი და მწერების მსგავსი. ისინი, ვინც მწერებს ჰგვანან, ლიდერები არიან და მათ შეუძლიათ ბრძანება გასცენ სხვებზე“, - თქვა პროფესორმა.

 

ცოტა ხნის წინ, მეცნიერმა ოქსფორდის კავშირს მიმართა წინადადებით, რომ განიხილოს ეს თემა, მაგრამ მას უარი ეთქვა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი