logo_geo
უცნაური დასკვნა - ხანმოკლე შვებულება სიცოცხლისთვის სახიფათოა
- +

4 მაისი. 2019. 01:33

 

ჰელსინკის უნივერსიტეტის მეცნიერები ჩატარებული კვლევის შემდეგ უცნაურ დასკვნამდე მივიდნენ. აღმოჩნდა, რომ ხანმოკლე შვებულება გულსისხლძარღვთა დაავადების შედეგად გარდაცვალების რისკს ზრდის და სიცოცხლის ხანგრძლივობაზე ახდენს გავლენას.

 

შვებულება წელიწადში 4 კვირაზე ნაკლები არ უნდა იყოს – დაასკვნეს მეცნიერებმა.

 

კვლევაში მონაწილეობა 40 წლამდე 1222-მა მამაკმა მიიღო. მათ შორის იყვნენ ჭარბწონიანები და მავნე ჩვევების მქონენიც. ისინი გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკჯგუფს მიაკუთვნეს.

 

საბოლოოდ მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობა შვებულების ხანგრძლივობასთან კავშირშია.

 

გაირკვა, რომ ჯანმრთელი ცხოვრების წესის მიმდევრებიც კი უფრო ადრე გარდაიცვალნენ ვიდრე ისინი, ვინც საკმარისად ისვენებდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი