logo_geo
კვლევა: მგლები ძაღლებზე მზრუნველები აღმოჩდნენ
- +

4 მაისი. 2019. 02:50

 

 

ავსტრალიელმა მეცნიერებმა რამდენიმე ცდის შემდეგ დაასკვნეს, რომ მგლები საკუთარ ოჯახის წევრებზე უფრო მეტად ზრუნავენ, ვიდრე ძაღლები. კვლევა გამოცემა PLOS One-მა გამოაქვეყნა.

 

მეცნიერებმა ჩაატარეს ცდა და მგლები და ძაღლები სხვადასხვა გალიებში მოათავსეს. ერთ გალიაში იყო ჯამი, ხოლო მეორე გალიის კედელზე დაამაგრეს პლანშეტი, რომელზეც სხვადასხვა გამოსახულებები იყო აღბეჭდილი.

 

მეორე გალიაში მყოფ ცხოველებს შეეძლოთ ცხვირით პლანშეტზე ფოტო შეერჩიათ. თუ მგელი ან ძაღლი ფოტოს სწორად შეარჩევდა, მაშინ მისი მეზობელი რობოტის დახმარებით საკვების ულუფას იღებდა. თავის მხრივ, ის ცხოველები, რომლებიც პლანშეტს უნდა შეხებოდნენ, სანაცვლოდ არაფერს იღებდნენ, რასაც მათი მოტივაცია უნდა დაეხშო იმ შემთხვევაში თუ ეგოისტები აღმოჩნდებოდნენ.

 

ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ მგლები უფრო ხშირად ირჩევდნენ პლანშეტზე ნახატს, რომ გამოეკვებათ მეზობელი, რომელიც „ხროვის“ წევრი იყო. პლანშეტთან არ მიდიოდნენ მაშინ თუ ცხოველი მათთვის უცნობი იყო.

 

ძაღლები თავის მხრივ პლანშეტზე ნახატს ნაცნობებისთვისაც და უცხოებისთვისაც ერთნაირი ენთუზიაზმით ირჩევდნენ. მეცნიერები მათ სურვილს საკვების ულუფებით ამყარებდნენ.

 

ზოოლოგები მიიჩნევენ, რომ მგლები არანაკლებ სოციალურები არიან, ვიდრე ძაღლები.

 

მსგავსი ექსპერიმენტი 2017 წელის შემოდგომაზე ავსტრალიელი, გერმანელი, ჰოლანდიელი და ბრიტანელი მეცნიერების ჯგუფმა ჩაატარა. მაშინ ბიოლოგებმა დაასკვნეს, რომ მგელს მოშინაურების შემდეგ ინტელექტის დონე შეუმცირდა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი