logo_geo
კვლევა: პასიური მოწევა ჰიპერტონიის რისკს ზრდის
- +

5 მაისი. 2019. 01:54

 

 

სამხრეთ კორეელმა მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა და დაასკვნეს, რომ გულის დაავადებების და ჰიპერტონიის (მაღალი არტერიული წნევა) გამომწვევი მიზეზი პასიური მოწევაა.

 

კვლევის შედეგები Medical Xpress.-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

 

„თავი დაიცავით პასიური მოწევის შედეგებისაგან, იმის მიუხედავად არის თუ არა მწეველი შენობაში“, - ამბობს კვლევის ავტორი ბენგ ჯიმ კიმი.

 

ეს არის პირველი მასშტაბური კვლევა, სადაც პასიური მწეველის ჰიპერტონიასთან კავშირი შეფასდა. ჰიპერტონია აღმოჩნდათ იმ ადამიანებს, რომლებიც არასდროს ეწეოდნენ, თუმცა შარდში კოტინინის მაღალი კონცენტრაცია აღმოაჩნდათ. კვლევაში 131 739 არამწეველი ადამიანი მონაწილეობდა, აქედან მესამედს 35 წლამდე კაცები შეადგენდნენ.

 

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ პასიური მოწევა ჰიპერტონიის რისკს 13%-დან 17%-მდე ზრდის. მაღალი არტერიული წნევა არის სიკვდილის ერთერთი მთავარი მიზეზი. 2015 წელს მსოფლიოში ჰიპერტონიამ 10 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი