logo_geo
პიტნის ნაყენი მეხსიერებას აუმჯობესებს
- +

7 თებერვალი. 2017. 13:23


 

მეხსიერების გაუმჯობესებისა და ტვინის ფუნქციათა გააქტიურებისთვის გირჩევთ, მიირთვათ პიტნის ნაყენი (ჩაი). ამ საკითხზე საინტერესო დასკვნები წარმოაჩინეს ნორტუმბრიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ინგლისში გამართულ ფსიქოლოგთა კონფერენციაზე. მათ შეისწავლეს რამდენიმე მცენარის ნაყენის გავლენა ადამიანის მეხსიერებასა და განწყობაზე. კვლევაში 180 მოხალისე მონაწილეობდა.


პირველ ეტაპზე მოხალისეები პასუხობდნენ გარკვეულ შეკითხვებს თავიანთი განწყობილებისა და შეგრძნების შესაბამისად. მეორე ეტაპზე მათ სამ ჯგუფად ყოფდნენ. პირველ ჯგუფს თბილი წყლის დალევას სთავაზობდნენ, მეორეს და მესამეს კი - შესაბამისად გვირილასა და პიტნის ნაყენებს ასმევდნენ. ბოლო ეტაპზე კვლევაში მონაწილეებს უხდებოდათ განწყობის, მეხსიერებისა და ტვინის რამდენიმე კოგნიტიური ფუნქციის შესაფასებელი ტესტების შევსება.


აღმოჩნდა, რომ პიტნის ნაყენი მნიშვნელოვნად აუმჯობესებდა ტვინის ფუნქციობას და საგრძნობლად ამაღლებდა გუნება-განწყობას. გარდა ამისა, ამ ნაყენის დალევის შემდეგ მოხალისეებს უუმჯობესდებოდათ ყურადღება, ხანგრძლივი და მუშა მეხსიერება. მაშინ, როცა გვირილას ნაყენი მხოლოდ ამშვიდებდა მათ (ამას მოელოდნენ კიდეც მკვლევარები), ყურადღება და მეხსიერება კი რამდენადმე უქვეითდებოდათ კიდეც.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი