logo_geo
„Facebook“ მომხმარებლებს რეკლამის ყურებისთვის კრიპტოვალუტით გადაუხდის
- +

5 მაისი. 2019. 21:51

 

 

 

„Facebook“-მა შესაძლოა სოციალური ქსელის მომხმარებლებს რეკლამის ყურებისთვის დააჯილდოვოს. ამის შესახებ „Wall Street Journal“ წერს.

 

გადახდები სოციალური ქსელის საკუთარი კრიპტოვალუტით მოხდება, რომლის ჩანერგვაზე „Facebook“ ერთ წელზე მეტია მუშაობს. პროექტის სახელწოდებაა „Project Libra“. ახალი სერვისით ფულის გადარიცხვა „WhatsApp“-ით იქნება შესაძლებელი.

 

ამასთან უცხოურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მარკ ცუკერბერგი „Visa“-სა და „Mastercard“-თან მოლაპარაკებებს მართავს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი