logo_geo
რატომ არ უნდა ვენდოთ ბრმად კვების შესახებ დაწერილ ბლოგებს
- +

7 მაისი. 2019. 02:29

 

 

ინტერნეტში ბევრი ბლოგერი წერს ჯანსაღი და სწორი კვების შესახებ რეკომენდაციებზე. დიდ ბრიტანეთში ჩატარებულმა კვლევამ კი აჩვენა, რომ პოპულარული ბლოგერების დიდი ნაწილი ამ კუთხით არასწორ ინფორმაციას ავრცელებს. ამის შესახებ სტატია ავსტრიულმა Kurier-მა მოამზადა.

 

გამოცემა კვლევაზე დაყრდნობით წერს, რომ 10 ბლოგერიდან მხოლოდ ერთი იძლევა სანდო რჩევებს. კვლევის ფარგლებში შეისწავლეს მეტნაკლებად ცნობილი 9 ბრიტანელი ბლოგერი, თითოეულს კი ქსელში სულ ცოტა 80 ათასი გამომწერი ჰყავს. მათი ვინაობა დასტურდებოდა სულ ცოტა ორ სხვადასხვა ვებგვერდზე.

 

ბლოგერების გვერდები გააანალიზეს 2018 წლის მაისიდან ივნისამდე პერიოდში, ამ დროის განმავლობაში მათ მიერ შემუშავდა კვების 12 პროგრამა. თუ ბლოგერის რეკომენდაციების 70% შესაბამის კრიტერიუმებს პასუხობდა, ასეთი პროგრამები დადებით შედეგს იღებდნენ. შედეგად გაირკვა, რომ კვებასთან დაკავშირებულ ნორმებს მხოლოდ ერთი ბლოგერი ითვალისწინებდა, მას განათლება კვების საკითხებში ჰქონდა მიღებული.

 

„ბლოგერები იძლევიან რჩევებს, რომლებიც შესაძლოა მათზე მუშაობდეს, თუმცა ფართო მასებისთვის გათვლილი არ იყოს“, - ამბობს კვების ექსპერტი სამანტა პეიკი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი