logo_geo
კვლევა: მზისგან დამცავი კრემები სისხლძარღვებში აღწევს
- +

7 მაისი. 2019. 02:30

 

 

მზისგან დამცავი კრემების ინგრედიენტების ერთი დღით გამოყენებაც კი საკმარისია, რომ ისინი სისხლძარღვებში საკმაოდ მაღალი შემცველობით აღმოჩნდეს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

 

კვლევით, რომელიც ჟურნალ JAMA-ში გამოქვეყნდა, ასევე გაირკვა, რომ სისხლში დამცავი კრემის სამი ინგრედიენტის კონცენტრაცია მისი ყოველდღიური მოხმარების პარალელურად იმატებდა. შემდეგ კი ორგანიზმში ბოლო მოხმარებიდან სულ ცოტა 24 საათის განმავლობაში რჩებოდა.

 

სპეციალისტების თქმით, აუცილებლად უნდა ჩატარდეს დამატებითი კვლევები, რათა გაირკვეს აქვთ თუ არა ამ ინგრედიენტებს ჯანმრთელობაზე რაიმე უარყოფითი გავლენა.

 

კანის კიბოს ფონდის ცნობით, ყოველწლიურად ამერიკაში სულ უფრო მეტ ადამიანს უსვამენ კანის კიბოს დიაგნოზს. კიბოს მსოფლიო კვლევის ფონდის განცხადებით, მელანომა სიმსივნით დაავადებულთა სტატისტიკაში (როგორც კაცებში, ასევე ქალებში) მე-19 ადგილზეა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი