logo_geo
აღმოაჩინეს უძველესი შამანის ჩანთა, რომელშიც მრავალი ფსიქოტროპული საშუალება, მათ შორის კოკაინიც დევს
- +

7 მაისი. 2019. 14:01

 

დაახლოებით 1000 წლის წინ სამხრეთ ამერიკაში მცხოვრები შამანები როგორც ჩანს, საკმაოდ კარგად ერკვეოდნენ ფარმაკოლოგიაში. ბოლოვიაში აღმოჩენილ შამანის ჩანთაში იპოვეს სპეციალური ჯიბე, რომელშიც სხვადასხვა ფსიქოტროპულ მცენარეთა კვალი ფიქსირდება; იქვეა საკმაოდ შთამბეჭდავი პირადი ნივთების კოლექცია.

 

წამლების ჯიბე სამი მელიის დინგისგანაა შეკერილი; მასში ასევე იპოვეს ხის დაფები ფსიქოტროპულ მცენარეთა დასაფქვავად, ძვლის ორი კოვზი, თავზე შემოსაკრავი ქსოვილი და მცენარეების მოსაწევი მილი, რომელსაც ადამიანის თმის ორი ნაწლავი ჰქონდა შემოხვეული.

 

პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგის, ჟოზე კაპრილსის განცხადებით, აქამდეც ცნობილი იყო, რომ სამხრეთ და ცენტრალური ანდების საზოგადოებებში საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო სპირიტუალური და რელიგიური აქტივობები, მაგრამ არაფერი იყო ცნობილი იმის შესახებ, რომ ეს ხალხი ასე ბევრ ნივთიერებას იყენებდა, რომლებსაც შესაძლოა, ერთმანეთშიც ურევდნენ.

 

მისი თქმით, ამდენი ფსიქოაქტიური ნივთიერება სამხრეთ ამერიკის ერთ რომელიმე კონკრეტულ ძეგლზე აქამდე არასოდეს აღმოუჩენიათ.

 

 

ისტორიის განმავლობაში, აღქმის შესაცვლელად ადამიანები მთელ მსოფლიოში იყენებდნენ მცენარეებისგან დამზადებულ ნივთიერებებს, ხშირად რელიგიური ან სარიტუალო დანიშნულებით. ამის გარკვევა, ზუსტად რა მცენარეები იყო ისინი და როგორ იყენებდნენ, საკმაოდ ბევრ რამეს მცენარეების შესახებ გვეტყვის უძველეს ადამიანთა ცოდნაზე; ასევე, რომელი მცენარეები იყო მათ კულტურაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.

 

2008-2010 წლებში, ბოლივიაში, მდინარე სორას მშრალ ხეობაში არქეოლოგები ადამიანთა ცხოვრების ნიშნებს ეძებდნენ, მათი ძირითადი მიზანი სულ არ ყოფილა ფსიქოტროპულ ნივთიერებათა ნაშთების პოვნა.

 

კუევა-დელ-ჩილენტოს მღვიმეში მათ ტყავის ტომარა იპოვეს. რადიონახშირბადული დათარიღებით გაირკვა, რომ ტყავი დაახლოებით ათასი წლის წინანდელია.

 

სკალპელის საშუალებით, არქეოლოგებმა მცირე ნიმუში აიღეს მელიის დინგისგან დამზადებული ჯიბიდან, რომელსაც ანალიზები სპეციალური ტექნოლოგიით ჩაუტარეს.

 

ანალიზების შედეგად გაირკვა, რომ ჯიბეში სულ მცირე 4-5 სხვადასხვა მცენარის კვალი იყო.

 

 

როგორც კვლევაში წერია, ჩანთაში ჩაკერებული ჯიბიდან აღებულ ნიმუშებში დაფიქსირდა ბუფოტენინის, დიმეთილტრიპტამინის, ჰარმინისა და კოკაინის ქიმიური კვალი; ასევე გამოვლინდა მათი დაშლის შედეგად მიღებული პროდუქტი ბენზოილეკგონინი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ იქ მოთავსებული სულ მცირე სამი მცენარე შამანის საკუთრებას წარმოადგენდა.

 

მეცნიერთა განცხადებით, ჰარმინის და დიმეთილტრიპტამინი აიაუსაკას ორი მთავარი ინგრედიენტი იყო. აიაუსაკა ამ საზოგადოებების ჰალუცინოგენური ჩაი იყო.

 

უცნობია, როგორ ამზადებდნენ ეს ადამიანები ამ მცენარეებისგან ჰალუცინოგენურ ნივთიერებებს, მაგრამ აღმოჩენა ნათლად ადასტურებს, რომ დაახლოებით 1000 წლის წინ მდინარე სორაც ხეობის მცხოვრებლებმა საკმაოდ ბევრი რამ იცოდნენ მცენარეთა თვისებების შესახებ.

 

ჩანთის მფლობელი დიდი ალბათობით შამანი იყო. სულიერმა ლიდერებმა ერთ-ერთი ყველაზე კარგად იცოდნენ მცენარეების გამოყენება ადამიანთა აღქმის მდგომარეობის შესაცვლელად, რათა კავშირი დაემყარებინათ სულების სამყაროსთან.

 

გარდა ამისა, ეს უძველესი ჩანთა ასევე ადასტურებს, რომ საკმაოდ დიდ ძალისხმევას იჩენდა ფსიქოტროპულ ნივთიერებათა შესაქმნელად, რაც იმაზე მიუთიუთებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო მათთვის „სულების სამყაროსთან“ კავშირი.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი