logo_geo
თანამედროვე ბავშვების ჩუმი ტრაგედია, რომლის შესახებ არავინ საუბრობს
- +

7 მაისი. 2019. 16:50

 

ბავშვების პრობლემები სახლში იწყება და იქვე შეიძლება მოგვარდეს. მშობლებს უნდა ესმოდეთ, რომ მხოლოდ მათზეა დამოკიდებული, თუ როგორი ბავშვი გაიზრდება.

 

თანამედროვე ბავშვს ჯანსაღი ბავშვობა წართმეული აქვს. ისინი საშინელ ემოციურ მდგომარეობაში იმყოფებიან, წერს პროფესიონალი თერაპევტი, ვიქტორია პრუდეი. როგორი მტკივნეულიც არ უნდა იყოს ამის აღიარება, ძალიან ბევრ შემთხვევაში სწორედ მშობლები უნდა დაეხმარონ ბავშვებს.

 

რაშია პრობლემა?

 

თანამედროვე ბავშვებს ჯანსაღი ბავშვობის საფუძვლები წართმეული აქვთ. ნაცვლად ამისა, ბავშვებს აქვთ:

 

სხვა საქმეზე გადართული მშობლები;

 

მშობლები, რომლებიც ბავშვებს ყველაფრის უფლებას აძლევენ;

 

შეგრძნება, რომ ყველა მათი ვალდებულია;

 

დაუბალანსებელი კვება და არასაკმარისი ძილი;

 

სახლის მჯდომარე ცხოვრების წესი;

 

უსასრულო სტიმულაცია, ტექნოლოგიური გასართობები, მყისიერი დაკმაყოფილება;

 

შეიძლება ჯანსაღი თაობის გაზრდა ასეთ არაჯანსაღ პირობებში? რა თქმა უნდა, არა!

 

ადამიანის ბუნების მოტყუება შეუძლებელია: მშობლის აღზრდას გვერდს ვერ აუვლით. როგორც ხედავთ, შედეგები საშინელია. ნორმალური ბავშვობის დაკარგვის გამო ბავშვები ემოციურ კეთილდღეობას კარგავენ.

 

 

რა უნდა გააკეთოთ, თუ გსურთ, რომ ბავშვები ჯანმრთელები და ბედნიერები გაიზარდნონ? თქვენ უნდა გამოფხიზლდეთ და საფუძვლებს დაუბრუნდეთ. ჯერ კიდევ გვიანი არაა!

 

რა უნდა გააკეთონ მშობლებმა:

 

  1. შეზღუდვები დაუწესეთ და გახსოვდეთ, რომ თქვენ მშობელი ხართ და არა მისი მეგობარი.

 

  1. ბავშვები ყველა საჭიროებით უზრუნველყავით და არა იმით, რაც მათ სურთ. ბავშვებისთვის უარის თქმის არ შეგეშინდეთ, თუ მათი სურვილები მოთხოვნილებებს არ ეთანხმება.

 

  1. ჯანსაღი საკვები მიაწოდეთ და სასუსნავები შეზღუდეთ.

 

  1. ბუნებაში ერთი საათი გაატარეთ.

 

  1. სამაგიდო თამაშები ითამაშეთ.

 

  1. ყოველდღე ბავშვი დაასაქმეთ (თეთრეულის დაკეცვა, სათამაშოების დალაგება, სუფრის გაშლა და ა.შ.)

 

  1. ბავშვი დასაძინებლად ერთსა და იმავე დროს გაუშვით, საწოლში გაჯეტების წაღების უფლება არ მისცეთ.

 

  1. ბავშვებს პასუხისმგებლობა და დამოუკიდებლობა ასწავლეთ. მცირე წარუმატებლობისგან არ შემოფარგლოთ. ეს ცხოვრებისეული დაბრკოლებების გადალახვაში დაეხმარება.

 

  1. ბავშვს სკოლაში დავიწყებული საკვები / საშინაო დავალება არ მიუტანოთ, 5 წლის ბავშვს ბანანი არ გაუფცქვნათ, ამ ყველაფრის თავად გაკეთება ასწავლეთ.

 

  1. მოთმინება ასწავლეთ და თავისუფლად დროის გატარების უფლება მიეცით, რომ ბავშვს მოწყენის და საკუთარი შემოქმედებითი უნარის გამოვლენის შანსი გამოუჩნდეს.

 

  1. ბავშვი მუდმივად გასართობი ნივთებით არ შემოფარგლოთ.

 

  1. ტექნიკა მოწყენილობისგან გასართობ საშუალებად არ წარმოადგინოთ.

 

  1. ჭამის დროს, მანქანაში, რესტორანში და მაღაზიაში გაჯეტების გამოყენებას ხელი არ შეუწყოთ. დაე, ბავშვის ტვინმა „მოწყენილობის“ გადალახვა თავად ისწავლოს.

 

  1. ემოციურად ხელმისაწვდომი იყავით, ბავშვს სოციალური ჩვევები ასწავლეთ.

 

  1. ბავშვთან საუბრის დროს ტელეფონით არ გაერთოთ.

 

  1. ბავშვს გაბრაზების და გაღიზიანების გადალახვა ასწავლეთ.

 

  1. ასწავლეთ მისალმება, დათმობა, გაყოფა, თანაგრძნობა, მაგიდასთან და საუბრის დროს მოქცევის წესი.

 

  1. ემოციურ კავშირს მხარი დაუჭირეთ: გაიღიმეთ, აკოცეთ, მოეფერეთ, წაიკითხეთ, ეცეკვეთ, იხტუნეთ და ისრიალეთ მასთან ერთად!

 

ჩვენ ბავშვები უნდა შევცვალოთ, თორემ პლანშეტებზე შემჯდარ მთელ თაობას მივიღებთ!

 

 

big_banner
არქივი