logo_geo
„დროა დავბრუნდეთ მთვარეზე, ამჯერად, დასარჩენად“ – ჯეფ ბეზოსმა კოსმოსური ხომალდის კონცეპტი წარადგინა
- +

11 მაისი. 2019. 00:13

 

 

Amazon-ის CEO-მ, ჯეფ ბეზოსმა ახალი კოსმოსური ხომალდის კონცეპტი წარადგინა, რომელმაც 2024 წელს მთვარეზე სამეცნიერო ტექნიკა უნდა გადაიტანოს. BBC-ის ცნობით, ხომალდი Blue Moon მთვარის სამხრეთ ნაწილში, სადაც კრატერებში ყინულია აღმოჩენილი, თანამგზავრებსა და როვერებს განალაგებს.

 

„დროა დავბრუნდეთ მთვარეზე, ამჯერად, დასარჩენად“, – განაცხადა ბეზოსმა, როცა საკუთარ „მთვარის მიზნებს“ ვაშინგტონში, Nasa-ს წარმომადგენლებსა და პოტენციურ კლიენტებს უზიარებდა. ბეზოსის კოსმოსის კვლევითი ორგანიზაცია Blue Origin რამდენიმე წელია მოღვაწეობს.

 

Amazon-ის დამფუძნებლის გათვლებით, მთვარის სამხრეთ ნაწილში, კრატერებში არსებული ყინულისგან ჰიდროგენის მიღება შეიძლება, რაც შეიძლება ერთგვარ საწვავად გამოდგეს, მზის სისტემის ფარგლებში, კოსმოსური მისიებისთვის. ბეზოსს სჯერა, რომ საჭიროა მთვარეზე ადამიანის დაბრუნება, რადგან მომავლის სამყარო კოსმოსში ცხოვრებასა და მუშაობას მოითხოვს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი