logo_geo
კვლევა: აპენდიციტის ამოკვეთა პარკინსონის დაავადების რისკს ზრდის
- +

11 მაისი. 2019. 19:59

 

არსებობს რისკი, რომ იმ ადამიანებს, ვისაც აპენდიციტი (ბრმა ნაწლავი) ამოკვეთილი აქვთ, პარკინსონის დაავადება სამჯერ უფრო ხშირად დაემართოთ, - წერს BBC.

 

ამ დასკვნამდე ამერიკელი მეცნიერები მივიდნენ, რომელთაც მასშტაბური კვლევა ჩაატარეს. ზუსტად რა კავშირშია პარკინსონი აპენდიციტთან მეცნიერებმა არ იციან, თუმცა კვლევამ აჩვენა რომ ამ ორ დაავადებას შორის კავშირი არსებობს.

 

„ჩვენი კვლევა აჩვენებს კავშირს აპენდიციტსა და პარკინსონის დაავადებას შორის. უფრო ზუსტად პარკინსონი აპენდიციტის ამოკვეთასთან არის კავშირში“, - განაცხადა კვლევის ავტორმა და კლივლენდის საუნივერსიტეტო კლინიკის თანამშრომელმა მოჰამედ შერიფმა.

 

შერიფმა და მისმა კოლეგებმა ელექტრონული სამედიცინო ბაზის ანალიზი ჩაატარეს, რომელიც ინფორმაციას 62,2 მილიონი პაციენტის შესახებ შეიცავდა.

 

აქედან 500 ათას პაციენტს აპენდიციტი ამოკვეთილი ჰქონდა. აქედან 4 500 მოგვიანებით პარკინსონის დაავადების დიაგნოზი დაუსვეს. რაც შეეხება დანარჩენ 61,7 მილიონ პაციენტს, აქედან 177 ათასს პარკინსონის დაავადების სიმპტომები განუვითარდათ. კერძოდ ხელების კანკალი.

 

ამ სტატისტიკაზე დაყრდნობით მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ მათ ვისაც ქირურგებმა აპენდიციტი ამოკვეთეს, პარკინსონის დაავადების რისკის ქვეშ სამჯერ უფრო მეტად არიან, ვიდრე ისინი ვისაც მსგავსი ოპერაცია არ გაუკეთებია.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი