logo_geo
კვლევა: 40 წლის შემდეგ სამუშაო საათები უნდა შეამციროთ
- +

11 მაისი. 2019. 21:56

 

მელბურნის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში წერენ, რომ 40 წელს გადაცილებულმა ადამიანებმა მუშაობას ნაკლები დრო უნდა დაუთმონ - კვირაში სამი დღე.

 

ამ შედეგის მისაღებად ავსტრალიელმა მეცნიერებმა 7,5 ათასამდე მოხალისე გამოიკვლიეს, რომელთაგან 3,5 ათასი ქალი იყო. მეცნიერებს აინტერესებდათ მათი კოგნიტური ფუნქციები - მეხსიერება, აბსტრაქტული აზროვნება და გადაწყვეტილების მიღების უნარი. მიზანი სამუშაო ადგილზე ამ ადამიანების ეფექტურობის განსაზღვრა იყო.

 

კვლევამ აჩვენა, რომ ეფექტურობის ყველა მაჩვენებელი გაუმჯობესდა, როდესაც სამუშაო დღეები შეამცირეს, მაგრამ რადიკალურად გაუარესდა, როდესაც სამუშაო კვირის საათი 55 საათამდე გაზარდეს.

 

მეცნიერების თქმით, ძირითადი ფაქტორი გადაღლილობა და სტრესია. მეცნიერების თქმით, ადამიანებმა უნდა გაითვალისწინონ საკუთარი უნარები და იმის მიხედვით შეარჩიონ სამსახური, რომლის შესაძლებლობასაც ტვინი და ორგანიზმი გაძლევთ.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი