logo_geo
პრიანკა ჩოპრა ნიუ-იორკის ქუჩებში Aka Nanita-ს სამოსით გამოჩნდა
- +

13 მაისი. 2019. 17:34

 

რიანკა ჩოპრამ უკვე მერამდენედ მოირგო ქართველი დიზაინერის სამოსი

 

თბილისი, 13 მაისი- Sputnik. ცნობილი ინდოელი მსახიობი და მოდელი პრიანკა ჩოპრა მეგობრებთან შეხვედრაზე ქართველი დიზაინერის „Aka Nanita“-ს კაბაში გამოწყობილი წავიდა.

 

ინდოელი ლამაზმანი მეუღლესთან, ამერიკელ მომღერალ ნიკ ჯონასთან ერთად შეხვდა მის ძმას, ასევე მომღერალ ჯო ჯონასს და მსახიობ სოფი ტერნერს, რომელიც ცნობილი სერიალ „სამეფო თამაშების" წყალობით გახდა.

 

მანამდე ჩოპრამ მოირგო ლელა ელოშვილის მომდგარი დეკოლტირებული პიჯაკი და ასევე მომდგარი ქვედაბოლო, რომელიც 36 წლის მოდელის სხეულის ლამაზ ფორმებს უსვამდა ხაზს.

 

ჩოპრა - ეკრანის ვარსკვლავი და „მის მსოფლიო-2000“-ის გამარჯვებულია. 2015 წლიდან თამაშობს მთავარ როლს ამერიკულ ტელესერიალში „კუანტიკო“. ეროვნული კინოპრემიის, „Filmfare Awards“-ის და ინდოეთის სხვა კინემატოგრაფიული ჯილდოების მფლობელია. 2016 წელს გადაეცა ინდოეთის სახელმწიფო პრემია პადმა შრი.

 

რაც შეეხება ქართველ დიზაინერს, აკა ნანიტაშვილის ბრენდი Aka Nanita Fashion House 2009 წელს დაარსდა და მას შემდეგ დიდი პოპულარობით სარგებლობს.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი