logo_geo
ჯორჯ მარტინი: საგის ბოლო ნაწილზე მუშაობა ჯერ არ დამიწყია
- +

14 მაისი. 2019. 17:48

 

 

ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ყინულისა და ცეცხლის სიმღერის“ საგის ავტორმა ჯორჯ რ.რ. მარტინმა უკვე დაწერა ბოლო ორი წიგნი, რომელსაც წიგნის და „სამეფო კარის თამაშების“ სერიალის ფანები უკვე დიდი ხანია ელიან. ავტორმა ამის შესახებ ინფორმაცია უარყო და საზოგადოებას მოუწოდა, რომ არ დაუჯეროს ყველაფერს, რასაც ინტერნეტში კითხულობენ.

 

„არა, THE WINDS OF WINTER და A DREAM OF SPRING ჯერ არ დამისრულებია. მეტიც, DREAM-ი ჯერ არც კი დამიწყია. არ ვაპირებ ერთი წიგნის დასრულების გარეშე, დავიწყო გაგრძელების წერა“,- განმარტავს ავტორი.

 

ჯორჯ მარტინის თქმით, მას „სამეფო კარის თამაშების“ პროდიუსერებთან დევიდ ბენიოფთან და დენ ვაისთან არანაირი შეთანხმება არ აქვს. „პროდიუსერებს არასდროს უთქვამთ, რომ წიგნი არ გამომეჩინა, სანამ სერიალი არ დასრულდებოდა“,- ამბობს ჯორჯ მარტინი.

 

სერიალ „სამეფო კარის თამაშების“ ბოლო სეზონის პრემიერა 14 აპრილს გაიმართა. სერიალს „ყინულისა და ცეცხლის სიმღერის“ საგის მიხედვით იღებდნენ, თუმცა გამოცემული მხოლოდ 5 წიგნია, რის გამოც დაახლოებით მეხუთე სეზონის შემდეგ, სერიალის მოვლენები წიგნის გარეშე ვითარდება.

 

 

big_banner
არქივი