logo_geo
რატომ ჭამდა ვან გოგი ყვითელ საღებავებს - „მზესუმზირების“ მისტიკა
- +

15 მაისი. 2019. 02:03

 

 

სულის გამოხატვა ფერის მეშვეობით - ეს იყო მიზანი იმ უდიდესი მხატვრისა, რომლის სახელი -ვინსენტ ვილემ ვან გოგი - ასე ახლობელი და ძვირფასია თითოეული ჩვენთაგანისთვის, რადგან თუკი ერთხელ მაინც შეგიხედავს მისი ნახატებისთვის, ვეღარასოდეს დაივიწყებ მათ...

 

ვან გოგი მთელ თავის გულისყურს ფერების შესწავლას ახმარდა:

 

„შენს დაწერილ წიგნში, შენს საქციელში, შენს დახატულ სურათში სიცოცხლე რომ იგრძნოს ვინმემ, სიცოცხლე შენში უნდა იყოს...“ - წერდა მხატვარი და სულიდან ფურცელზე ღვრიდა სიცოცხლის ფერებს...

 

ალბათ, სწორედ ამ ძიებაში ამოგიზგიზდა მხატვრის გულში ვეებერთელა, მზისფერი ფერი... ვან გოგისეული ყვითელი.... რომელიც მხატვარმა ყველა ფერზე მეტად შეიყვარა...

 

და არა მარტო შეიყვარა...

 

ვინსენტი ყვითელ საღებავს ჭამდა!

 

რადგან ფიქრობდა, რომ ეს ფერი ბედნიერებას შეიტანდა მის სხეულში და იქიდან - სულში.

 

 

ბევრი თვლიდა, რომ მხატვარი გიჟი და ჭკუასუსტი იყო - აბსურდულად ჟღერდა ის, რომ საღებავის ჭამით ბედნიერება მოვიდოდა... სხვა თუ არაფერი, ნივთიერება ხომ ტოქსიკურია და ჯანმრთელობისთვის არც თუ ისე უსაფრთხო... ხოლო ბედნიერება ან მოვა და ან არა...

 

მაგრამ თუ იმ კუთხით შევხედავთ, რომ ადამიანი ისეთი უბედური იყო, რომ დაუშვა რეალურობა ისეთი გიჟური იდეისაც კი, როგორიც არის შიდა ორგანოების ყვითელ ფრად შეღებვა, რა გასაკვირია, რომ ეს გაეკეთებინა კიდეც.

 

განა საღებავის ჭამა ბევრად განსხვავებულია ვინმეს შეყვარების ან ნარკოტიკების მიღებისგან?

 

ყოველთვის არის რისკი, რომ გულს იტკენ ან ზედმეტი დოზა მოგივა, თუმცა ადამიანებს მაინც ყოველდღე უყვარდებათ და ყოველდღე იკეთებენ ნარკოტიკებს, იმ მცირედი შანსის იმედით, რომ გრძნობებს ან წამლებს შეუძლიათ ცხოვრება ცოტათი მაინც უკეთესი გახადონ.

 

ჩვენ ყველას ხომ ჩვენი „ყვითელი ფერი“ გვაქვს... ზოგს როგორი და ზოგსაც როგორი...

 

და ის ჰქონდა მასაც!

 

1888 წელს მან დახატა ნახატი სახელწოდებით „ყვითელი სახლი“ (Het gele huis) - რომელიც შესრულებულია ზეთის საღებავებით, ტილოზე და ამჟამად ინახება ვან გოგის მუზეუმში, ამსტერდამში.

 

 

მას მალევე მოჰყვა „მთესველი“...

 

 

ორივე მათგანში იგრძნობა ყვითელი ტალღების ნათება.

 

თუმცა...

 

მხატვრისთვის მის ერთ - ერთი ყველაზე მნიშვნელოვან ქმნილებას მაინც „მზესუმზირები“ წარმოადგენს.

 

ისინი დაყოფილია ორ ციკლად.

პირველი ციკლი დაიხატა პარიზში და იგი ეძღვნება მწოლიარე ყვავილებს.

 

 

მეორე სერია დაიხატა ერთი წლის შემდეგ ქალაქ არლში და ეძღვნება მზესუმზირის თაიგულებს ლარნაკში.

 

 

„ჩემში არის ცოტა მზესუმზირა,“ - ამბობდა ვინსენტ ვან გოგი, რომელიც სიმბოლურ დატვირთვას ანიჭებდა ამ ნაყოფიერ ყვავილებს. მისთვის მზესუმზირას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა – გაშლილი ყვავილი მას მადლიერების სიმბოლოდ მიაჩნდა.

 

დიახ! სწორედ ამ ყვავილში მიაღწია მხატვარმა ფერთა ჰარმონიას.

 

„ყვითლის ჰარმონიისთვის, რომ მიმეღწია, – რაც ამ ზაფხულს მოვახერხე – ეს გულის გასკდომის ფასად დამიჯდა“ - წერდა ის თავის ძმას თეოს - „ნახავ, რა დიდ ყურადღებას მიიპყრობს ეს ტილოები, მაგრამ გირჩევ, შენთვის დაიტოვო, შენი და შენი მეუღლის საძინებლისთვის. ეს ისეთი ფერწერაა, რომელიც სახეს იცვლის და უფრო მდიდრული ხდება, თუ მას დიდ ხანს უყურებ“.

 

მართლაც... ეს ერთგვარი მისტიკაა, რაც უფრო დიდხანს უყურებ, მისი მზესუმზირები თითქოს სახეს იცვლიან და გაცილებით მდიდრული ხდებიან.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი