logo_geo
ადამიანები 7500 წლით უფრო ადრე დასახლდნენ ამაზონიაში, ვიდრე აქამდე ვფიქრობდით
- +

15 მაისი. 2019. 16:21

 

ადამიანები სამხრეთ-დასავლეთ ამაზონიაში, კერძოდ დღევანდელი ბოლივიის ტერიტორიაზე იმაზე ბევრად უფრო ადრე დასახლდნენ, ვიდრე დღემდე გვეგონა, აცხადებს საერთაშორისო მკვლევართა ჯგუფი. აქამდე ითვლებოდა, რომ ადამიანები აქ 2500 წლის წინ, ძვ.წ. 500 წლისთვის დასახლდნენ ამ ტერიტორიებზე პირველად, მაგრამ ახალი აღმოჩენები ცხადყოფს, რომ ეს მინიმუმ ძვ.წ. 8000 წლისთვის მოხდა. ეს ადამიანები მონადირე-შემგროვებლები იყვნენ, მაგრამ აღსანიშნავია, რომ მათ უკვე ჰქონდათ დასახლებები, საკუთარი ტერიტორიები იყო გადანაწილებული სხვადასხვა ჯგუფს შორის და ეწეოდნენ მიწათმოქმედებასაც, მცენარეთა მოშინაურებას, როგორიცაა: ტკბილი კარტოფილი, კასავა, მიწის თხილი, წიწაკა და ა.შ.

 

არქეოლოგიური კვლევა მიმდინარეობდა 3 არეალზე ჩრდილოეთ ბოლივიაში, ლანოს დე მოქსოსის სავანაში: დელ ტესოროს კუნძულზე, ლა ჩაკრაში და სან პაბლოში. აღმოჩენილ იქნა მრავალი ადამიანის სამარხი, რომელიც არ იყო მონადირე-შემგროვებლების სტანდარტული სამარხები და ამჟღავნებდა საზოგადოებაში უკვე დამკვიდრებულ იარარქიულობის პრინციპს და მიწათმოქმედების მიერ მოყვანილ საკვებს. ადამიანთა ძვლები აქ იყო განამარხებულ მდგომარეობაში ამიტომ პირდაპირი რადიონახშირბადული ანალიზი ვერ ჩატარდა, ამიტომ ხის ნახშირის ანალიზების მიხედვით იქნა დრო დადგენილი. ეს ხალხი იყენებდა ცეცხლს საკვების მოსამზადებლად, ხშირ წვიმიან სეზონებში გასათბობად და ნახშირის ასაკით ისიც დადგინდა, თუ როდის დაწვეს ამ ადამიანებმა იგი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი