logo_geo
როგორ გავაფორმოთ სახლი და ეზო რიყის ქვით – 60 კრეატიული იდეა
- +

15 მაისი. 2019. 16:27

 

გადაწყვიტეთ განსაკუთრებული გარემო შექმნათ თქვენს ირგვლივ, რომელიც ხაზს გაუსვამს თქვენს სტილს, გემოვნებასა და ინდივიდუალურობას? გაზაფხულზე ამის განხორციელება არაჩვეულებრივი აზრია, ამ საქმეში კი ჩვენს მიერ წარმოდგენილი უნიკალური და უდავოდ გამორჩეული ნიმუშები დიდ დახმარებას გაგიწევთ. საუბარი გვაქვს რიყის ქვაზე, რომელიც საკმაოდ მარტივი, იაფი და გამძლე საშუალებაა, თუნდაც სახლებისა და ღობეების შენებისას, ბილიკების დასაგებად ან მოსაპირკეთებლად. ამ ბუნებრივი მასალის გამოყენება ასევე შესაძლებელია დეკორის თვალსაზრისითაც, რაც განსაზღვრულად ტრენდულია დღეს – განსაკუთრებით კი თანამედროვე, დახვეწილი და უხეში სტილის სინთეზი.

 

ნამდვილად სასიამოვნოა, როდესაც ქვით დამზადებული და გაფორმებული ნივთები ასეთ საოცარ ელფერს აძლევს ინტერიერსა თუ ექსტერიერს – ქმნის მდიდარ და თბილ ატმოსფეროს.

 

მოგეხსენებათ რიყის ქვა, როგორც სამშენებლო მასალა უძველესი დროიდან არის ცნობილი. იყენებდნენ ძირითადად გზების დასაგებად ძველ ეგვიპტესა და ბაბილონში. შემდგომში რომაელებმა უფრო გააუმჯობესეს ამ საქმის ტექნოლოგია. თუმცა, დღეს ეს მასალა მრავალმხრივ შეგიძლიათ გამოიყენოთ, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ განვითარებულ სამშენებლო ტექნოლოგიებს. ასევე ხაზგასმით შეგვიძლია ვთქვათ, რომ რიყის ქვა ძალიან ლამაზი ბუნებრივი მასალაა, რომლის გამოყენებაც თქვენი სახლის დიზაინს განსაკუთრებულობასა და ორიგინალურობას შესძენს – არა აქვს მნიშვნელობა ბაღის და შიდა ეზოს მოსაპირკეთებლად თუ ოთახების დეკორისთვის გამოიყენებთ. რიყის ქვებს თავისი ბუნებრივი ფერებითა და მრგვალი ფორმებით შეუძლია თქვენი საცხოვრებელი ძალიან მიმზიდველ, ელეგანტურ და ექსკლუზიურ ადგილად აქციოს. რაც შეეხება უშუალოდ ოთახების დიზაინს, მაგალითად, თუ ამ მასალით აბაზანას მოაპირკეთებთ, თქვენ ამით სპა ატმოსფეროს შექმნით. ამასთან, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რიყის ქვა ძალიან მტკიცე და გამძლე სამშენებლო საშუალებაა, შესაბამისად ნაკლებ მოვლასა და მოფრთხილებას საჭიროებს.

 

სტატიაში ამ ბუნებრივი მასალის გამოყენების 60 საოცარ, კრეატიულ იდეას გთავაზობთ. ზოგიერთ მათგანს საკუთარი ხელითაც კი გააკეთებთ, სხვა შემთხვევაში შეგიძლიათ ამ საქმის სპეციალისტს მიმართოთ.

 

 

 

1. არაჩვეულებრივი იდეები ეზოსა და ბაღის გასაფორმებლად

 

2.

 

3.

4.

5.

 

6. წყლისა და რიყის ქვის ორგანული შერწყმა

 

7.

8.

9.

10.

 

11. სუფრისა და სამზარეულოს აქსესუარები

 

12.

13.

14.

 

15. აბაზანის მოპირკეთება

16.

17.

18.

19.

 

20. რიყის ქვით დამზადებული ორიგინალური ლამპები და სასანთლეები

21.

22.

23.

24.

25.

26.


27. ულამაზესი საყვავილეები

28.

29.

30.


31. ბუხარი და სახლის დეკორი

32.

33.

34.

35.

36.

37.

 

38. მინიატურული შადრევნები

39.

40.

 

41. რიყის ქვით შექმნილი ხელოვნების ნიმუშები

42.

43.

44.

45.

46.

47.

48.

 

49. ფერწერა რიყის ქვაზე

 

50.

51.

52.

53.

54.

55.

56.

57.

58.

59.

 

60.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი