logo_geo
ამერიკელი მეცნიერები: გაზიანი სასმელი კიბოს პროვოცირებას იწვევს
- +

16 მაისი. 2019. 11:56

 

მინესოტას უნივერსიტეტის მეცნიერებმა, მარკ პერეირეას ხელმძღვანელობით გამოაქვეყნეს 14-წლიანი ექსპერიმენტის დასკვნა, რომელშიც სინგაპურის 60 000 მცხოვრები მონაწილეობდა.

 

მეცნიერების მტკიცებით, გაზიან სასმელს პირველ რიგში შეუძლია გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები და მათ შორის ონკოლოგიურიც. ხოლო გაზიანი წყლების მოყვარულებს პანკრიასის კიბოთი დაავადების რისკი 87%-ით ეზრდებათ. ამერიკელი მეცნიერები იმასაც აღნიშნავენ, რომ დიდი რაოდენობით ტკბილი გაზიანი სასმელი ინსულინის მომატებასაც იწვევს ორგანიზმში.

 

მაგრამ ეს კიდევ ყველაფერი არ არის, თვით სამკურნალო მინერალური წყალსაც კი, მით უმეტეს, თუ გაზი ხელოვნურად აქვს დამატებული, მრავალი გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოიწვიოს.

 

„ნახშირბადის დიოქსიდი აღიზიანებს კუჭის ლორწოვან გარსს, ახდენს ქლორწყალბადის მჟავას სტიმულირებას, შეშუპებას და ხელს უშლის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედებას, გაზიანი წყალი განსაკუთრებით მავნეა გასტრიტის, პანკრეასის წყლულისა და ნაწლავის წყლულის მქონე პაციენტებისათვის“.

 

ექიმები დღეში მხოლოდ 2 ჭიქა სამკურნალო მინერალური წყლის მიღებას ურჩევენ პაციენტებს, ქრონიკული გასტრიტის და მაღალი მჟავიანობის დროს მინერალური წყალი უნდა დაილოს სწრაფად და ერთბაშად, ხოლო დაბალი მჟავიანობის დროს - ნელა და ყლუპ-ყლუპად.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი