logo_geo
რატომ არ უნდა შევინახოთ ხატი საფულეში
- +

16 მაისი. 2019. 11:58

 

საკმაოდ გავრცელებული მოსაზრების გათვალისწინებით, სასურველია, ყოველთვის თან ვატაროთ რომელიმე კონკრეტული ხატი. ადამიანები მართლაც ხშირად ინახავენ მათ ყოველდღიურად სატარებელ ჩანთაში, ყველაზე ხშირად კი საფულეში ათავსებენ.

 

საინტერესოა, რამდენად ეთანხმებიან სასულიერო პირები ამ მოსაზრებას და სინამდვილეში სად უნდა შევინახოთ წმინდა ნივთები? გთავაზობთ სამღვდელოების აზრს, ყოველგვარი ცრურწმენის გარეშე:

 

ხატების, ჯვრების, ამულეტებისა და სხვა წმინდა ნივთების შეძენისას, გვჯერა, რომ ისინი ბოროტებისგან დაგვიცავენ. სინამდვილეში კი არა ეს ნივთები, არამედ ღმერთი გვმფარველობს. ყველაზე მნიშვნელოვანი გულწრფელი რწმენა, ლოცვა და წმინდა ნივთების პატივისცემაა. მოსაზრება, რომ საფულეში ჩადებული ხატი ავტომატურად უნდა გვიცავდეს, არასწორია.

 

თუ ადამიანი პატივს სცემს სიწმინდეს, მაშინ ის თავს უფლებას არ მისცემს, ხატი საფულით ატაროს. უადგილოა ხატების გვერდით ფულის, საკრედიტო ბარათებისა და მსგავსი ნივთების შენახვა. ამავე მიზეზით ხატის შენახვა არ შეიძლება მანქანის სალონში.

 

სასულიერო პირები დარწმუნებულები არიან, რომ ხატს შეხება არ უნდა ჰქონდეს საყოფაცხოვრებო ნივთებთან. თუ ხატს ჩანთით ატარებთ, მაშინ მას ისე უნდა მოექცეთ, როგორც წმინდა ნივთს შეეფერება. ჩანთაში ყოველ ჯერზე ფრთხილად მოათავსეთ, არ დაჯდეთ მასზე და არ შეინახოთ ჩანთის უკანა ჯიბეში. გასათვალისწინებელია უამრავი წვრილმანი, რაზეც ყოველდღიურ ცხოვრებაში არ ფიქრობთ.

 

სინამდვილეში კი, ეს უმთავრესი არ არის, მნიშვნელოვანია მხოლოდ ჩვენი ურთიერთობა წმინდანის გამოსახულებასთან. ისმის ერთი კითხვა - რატომ ატარებთ თან ხატს? სხვა საქმეა, თუ ამას უფლის სიყვარულისა და რთულ მომენტში ლოცვისთვის აკეთებთ, თუმცა საფულეში ხატის შენახვა არც ამით მართლდება. უმჯობესია, ის მკერდის ჯიბით ატაროთ, სადაც მხოლოდ გამოსახულებას მოათავსებთ.

 

თუ ხატს ატარებთ ყოველი შემთხვევისთვის, ცხოვრებაში წარმატების მისაზიდად, ეს ქრისტიანულ სიწმინდეს წარმართულ სიმბოლოდ გარდაქმნის. ამიტომ ამაზე უნდა დაფიქრდეთ. ნებისმიერ შემთხვევაში, საუკეთესო ვარიანტია ხატის სახლში შენახვა და ლოცვის წარმოთქმა.

 

მაშინ სად უნდა შეინახოთ ხატები?

 

ამისათვის მკაცრი წესები არ არსებობს, თუმცამ საჭიროა ზოგიერთი რჩევის გათვალისწინება. ხატის შენახვა დასაშვებია სასტუმრო, საბავშვო, საძინებელ ოთახებში, სამზარეულოში. ალბათ, ყველასთვის გასაგებია ისიც, რომ სააბაზანო ოთახში მათი შენახვა უადგილოა.

 

ხატს ნუ დადებთ ტელევიზორთან ან სხვა ტექნიკასთან ახლოს, რადგან ლოცვა სრულ კონცენტრაციას საჭიროებს. აუცილებელი არ არის, მთელი კუთხე ხატებით აავსოთ. ლოცვისთვის ერთი გამოსახულებაც საკმარისია. მთავარია, გულიდან მოდიოდეს.

 

რა თქმა უნდა, ეს წესები არავის დაუწერია, მაგრამ ბევრი სასულიერო პირი სწორედ ასე ფიქრობს. თუ ხატი, რომელსაც თან ატარებთ, თქვენთვის განსაკუთრებულია და როცა ახლოს გაქვთ, თავს მშვიდად გრძნობთ, მაშინ თან იქონიეთ. მთავარია, გულში უფლის ჭეშმარიტი სიყვარული გქონდეთ, ყოველგვარი ცრურწმენისა და სხვა დანიშნულებების გარეშე.

 

თაყვანი ეცით ხატს და პატივისცემით მოეკიდეთ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი