logo_geo
ზიგმუნდ ფროიდის მიხედვით, ფსიქიკის სამი ინსტანცია არსებობს
- +

16 მაისი. 2019. 13:30

 

„იდი“ (ქვეცნობიერი)- ერთადერთი შრეა, რომელიც ადამიანში დაბადებიდან არსებობს და ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ის უზრუნველყოფს ჩვილის სურვილებს. მაგალითად, თუ ბავშვი მშიერია და არაკომფორტულად გრძნობს თავს, ტირის, სანამ მისი მოთხოვნილებები არ დაკმაყოფილდება. „იდი“ მოქმედებს „მე მინდა!“-ს პრინციპით, რომელიც ილტვის ყველა სურვილის დაკმაყოფილებისაკენ და მთლიანად სიამოვნების მიღებაზეა ორიენტირებული.

 

„სუპერ ეგო“(ცნობიერი)- ადამიანის განვითარების მაქსიმალური ევოლუციის შედეგია. მასში თავს იყრის მთელი ჩვენი შეძენილი და შეთვისებული სტანდარტები და იდეალები. თუკი, „იდი“ ყველა ცოცხალ არსებას ახასიათებს, „სუპერ ეგო“ აქვს მხოლოდ ადამიანს, ის სოციოკულტურული ქმედების პროცესში ყალიბდება. თუკი ბავშვი ველურ გარემოში იზრდება, მაგალითად, როგორც მაუგლი, მას „სუპერ ეგო“ ვერ ჩამოუყალიბდება.

 

ცნობიერი „უნდა გავაკეთო“, „საჭიროა“-ს პრინციპით მოქმედებს. მე ვალდებული ვარ, იმიტომ რომ მე ადამიანი ვარ, და უნდა გავითვალისწინო ის ღირებულებები, ფასეულობები, რომლებიც მხოლოდ ადამიანს ახასიათებს: სამართლიანობა, სიკეთე, ალტრუიზმი, ინტელექტი, მორალი - ეს „სუპერ ეგოა“.

 

დაპირისპირებულ „სუპერ ეგოს“ და „იდის“ შორის შუამავალი არის „ეგო“. ერთი მხრივ მან უნდა გაითვალისწინოს „იდის“ მოთხოვნები და მეორე მხრივ, ეს მოთხოვნები „სუპერ ეგოს“ მორალთან უნდა შეათავსოს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი