logo_geo
რომელ ყავას ურჩევენ დიეტოლოგები დიაბეტიანებს
- +

16 მაისი. 2019. 15:32

 

ტიპი 2 დიაბეტის კონტროლი მარტივადაა შესაძლებელი სწორად ჩამოყალიბებული კვების რეჟიმით. ზოგადად დიაბეტით დაავადებულებმა უნდა დაიცვან ჯანსაღი კვების პრინციპები და რაციონში შეიტანონ შაქრის, ცხიმისა და კალორიის დაბალი შემცველობის პროდუქტები.

 

ბევრი კითხვის ნიშანი იყო რაციონში სასმელთან დაკავშირებით, კერძოდ, ყავასთან მიმართებაში. ერთი მხრივ ყავაში არსებული კოფეინი ერევა ინსულინის მუშაობაში, რაც სისხლში შაქრის დონეს ზრდის. მეორე მხრივ, ყავაში სხვა, დიაბეტიანებისთვის სასარგებლო ნაერთებია, როგორიცაა: პოლიფენოლები - ნაერთები, რომლებიც ამცირებს ანთებას, რაც დიაბეტიანებისთვისაა დამახასიათებელი. ყავა ასევე შეიცავს მაგნიუმს, რასაც უკავშირდება ტიპი 2 დიაბეტის განვითარების რისკის შემცირება. ამასთან დაკავშირებით, ბრიტანელი მედიკოსები დიაბეტიანებს უკოფეინო ყავის მიღებას ურჩევენ.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი