logo_geo
ფსიქოლოგის სტატია იმაზე, თუ რა ბედი ელით იმ ბავშვებს, რომელთა მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ მხოლოდ მათთვის იცხოვრონ
- +

16 მაისი. 2019. 15:45

 

უცხოელი ფსიქოლოგი იმ ძალიან მნიშვნელოვან თემას განიხილავს, რაც აქტუალური და პრობლემატურია ჩვენს ქვეყანაშიც. ბოლო დროს ბავშვები, ახალგაზრდები სულ უფრო ხშირად საჭიროებენ ფსიქოლოგების დახმარებას და როგორც აღმოჩნდა, უმრავლესობის პრობლემა ერთია. უყურადღებობის გარდა, მშობლის გადამეტებული ყურადღება და მზრუნველობა შვილებს დიდ ზიანს აყენებს. მსგავსი პრობლემის წინაშე რომ არ დადგეთ, ფსიქოლოგი ძალიან საჭირო რჩევებს გვიზიარებს:

 

„მე ვხედავ ქალებს, რომლებიც შვილებისთვის ყველაფერზე უარს ამბობენ. შემდეგ კი ვხედავ იმ ბავშვებს, რომლებისთვისაც ყველაფერზე უარი თქვეს. ეს ძალიან სევდიანი სურათია.

 

როცა ბავშვი ცხოვრების აზრი ხდება, ეს მისთვის ზედმეტად მძიმეა. თითქოს მას ოთახში გამოკეტავენ, სადაც მალე ჰაერი ამოიწურება. თავიდან ასე ცხოვრება შესაძლებელია, მაგრამ თანდათან სუნთქვა გიჭირს. ასეთი სიყვარული და მზრუნველობა გახრჩობს.

 

იშვიათად თუ შეუძლია ვინმეს, მშობლების მსგავსი დამოკიდებულება გაიგოს და მიიღოს. ამიტომ გევედრებით, ნუ იცხოვრებთ შვილების გულისთვის! ცხოვრებაში სხვა მიზნები დაისახეთ, დედობასა და მამობაში სხვა აზრი ეძიეთ, რათა ამქვეყნად მოვლენილი პატარა ბიჭები და გოგონები თქვენი „ქველმოქმედებისა“ და მეურვეობის მსხვერპლები და მძევლები არ გახდნენ.

 

დაე, გაიზარდნონ ისე, როგორც ღმერთს სურს. საკმარისია ის, რამდენსაც და რასაც ის მისცემს მათ. ვიღაცას მილიონები აქვს, ვიღაც კი „გადასახადიდან გადასახადამდე“ ცხოვრობს, ვინ როგორ... ბავშვზე და მის აღზრდაზე ამან გავლენა არ უნდა იქონიოს - რაც არის, არის.

 

გიყვარდეთ ქმარი. ბავშვები გაიზრდებიან, ის კი თქვენთან დარჩება. თქვენ შეგიძლიათ ადამიანებს მაგალითი მისცეთ, რათა ოჯახისა და შვილების ყოლის სურვილი გაუჩნდეთ. თუმცა ასევე შეგიძლიათ, მათ ყოველგვარი სურვილი დაუკარგოთ, თუ მხოლოდ შვილების პრობლემებით იქნებით დაკავებული, ქმრის მოთხოვნილებებს კი უგულებელყოფთ.

 

გიყვარდეთ საკუთარი თავი. შვილის ბედნიერების დევნაში ნუ დაივიწყებთ საკუთარ თავს. ნუ იტყვით უარს კაბაზე ახალი სამსახურისთვის. თქვენს კოსმეტოლოგს რეპეტიტორით ნუ ჩაანაცვლებთ. თუ საკუთარ თავზე თავად არ იზრუნებთ, მაშინ რას მისცემთ სხვებს? რა მაგალითს? რომელ სიყვარულს? საიდან?

 

ეძებეთ ცხოვრების აზრი მატერიალურის მიღმა. ერთხელაც ეს ცხოვრება დასრულდება. სულიერი პრაქტიკა, რელიგია, ლოცვა, ბიბლიის კითხვა... ძალებს აქ იპოვით იმის ნაცვლად, რომ ეს ყველაფერი ბავშვებისგან გამოწუროთ.

 

გევედრებით, ნუ იცხოვრებთ შვილებისთვის. როცა მხვდებიან ადამიანები, რომლებისთვისაც მშობლებმა ყველაფერი გაიღეს, ძალიან მიჭირს მათ თვალებში ყურება. ბევრში საკუთარ თავსა და ტკივილს ვხედავ. ვხედავ განცდებს, გატეხილ გულებს, დაცარიელებულ სულებს. მათ თვალებში ყვირილი და დახმარების თხოვნაა. ტკივილი, სასოწარკვეთა, დანაშაული... მათ სხვა შვილების მსგავსად ძალიან უნდათ უყვარდეთ მშობლები. მაგრამ ასე უბრალოდ ვერ გადარჩებიან...

 

მიეცით შვილებს ცხოვრებისა და თავისუფლად სუნთქვის საშუალება. მაშინ შეძლებენ ზრდასა და განვითარებას. ჩვენი, როგორც მშობლების როლია, უბრალოდ დროულად მოვრწყათ, არ დავუბნელოთ მზე, დავიცვათ მავნებლებისგან. შემდეგ კი ბავშვი, როგორც ყვავილი, თავად გაუმკლავდება და გამოავლენს ყველაფერს, რაც მასში ზემოდანაა ჩადებული“, - განმარტავს ფსიქოლოგი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი