logo_geo
შესაძლებელია თუ არა, ერთი იყოს ბედნიერი, როდესაც სხვები მოწყენილები არიან?
- +

17 მაისი. 2019. 17:22

 

 

ანთროპოლოგმა აფრიკელ ბავშვებს შესთავაზა, ერთი საინტერესო თამაში ეთამაშათ. მან ხესთან ახლოს დადო ხილით სავსე კალათა, ბავშვებს კი მიუთითა: „ის, ვინც პირველი მიირბენს ხესთან, დაჯილდოვდება ამ უგემრიელესი ხილით“. როდესაც მან ბავშვებს თამაშის დაწყების ნიშანი მისცა, მათ ძლიერ ჩასჭიდეს ერთმანეთს ხელები და ყველამ ერთად მიირბინა ხესთან, ამის შემდეგ ყველანი ერთად დასხდნენ და მოპოვებულ ხილს შეექცნენ.

 

გაოგნებულმა ანთროპოლოგმა ბავშვებს ჰკითხა, თუ რატომ გაიქცნენ ერთად, თითოეულ მათგანს ხომ შეეძლო, მიერბინა და მარტოს დაეგემოვნებინა ხილი. ამ კითხვაზე მათ უპასუხეს: „ობონატო!“.

 

შესაძლებელია თუ არა ერთი იყოს ბედნიერი, როდესაც სხვები მოწყენილები არიან?

 

„ობონატო“ მათ ენაზე ნიშნავს: „მე ვარსებობ იმიტომ, რომ ჩვენ ვარსებობთ“.

 

big_banner
არქივი