logo_geo
„მე სულ მგონია, როცა შენს ახლოს არა ვარ, შენ ჭკვიანად იქნები“ - მამის წერილი ზვიად გამსახურდიას
- +

18 მაისი. 2019. 18:51

 

 

„მე სულ მგონია, როცა შენს ახლოს არა ვარ, შენ ჭკვიანად იქნები. მე, ერთის მხრივ, გული მტკივა, როცა შენი ბავშვობა თავდება. მეორეს მხრივ, მიხარია, რომ შენ, სადაცაა, ყველა ჩემს სურვილს გაიგებ და მხარში ამომიდგები. ალბათ, შენთვის დამიწერია და მითარგმნია მე ჰომეროსის სიტყვები: „ზევსს გეფიცები, აგელაი, ზევსს და მამაჩემის ტკივილებს“. ჩვენ ვცხოვრობთ ძლიერ სერიოზულ დროში და აწი დროა, შენ სერიოზულად ემზადო, რათა გახდე ჩვენი ქვეყნის ღირსეული შვილი.

 

გზაში გადავიკითხე შენი საყვარელი მუსიკოსების ბიოგრაფიები, ყველანი სიყრმიდანვე ემზადებოდნენ დიდი ამბებისათვის. გახსოვდეს, ეს ცხოვრება მოსაწყენია, თუ ადამიანი არ იწევს რაიმე მაღალი და ზემყარი ამბებისათვის. ამის გარეშე სხვა ყველაფერი ემსგავსებოდა იმ საცოდავ და უშინაარსო ცხოვრებას, რომელსაც ეწევიან ხოლმე მცენარეები და ცხოველები. თუნდაც, ჩემი გამწარებული ცხოვრებაც რომ აიღო, მე რომ დიდი იდეებისათვის მოლაშქრედ არ წარმომედგინა თავი, ვეღარ გავუძლებდი იმ ქარიშხლებს, რომელთა გადატანაც ასე თუ ისე შევძელი. - შენი მამიკო.“

 

კონსტანტინე გამსახურდია

1955 წლის 8 დეკემბერი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი