logo_geo
D ვიტამინის ნაკლებობა, სიმპტომები და რისკები
- +

18 მაისი. 2019. 22:39

 

D ვიტამინის დეფიციტის 14 ნიშანი!

 

ძვლების და სახსრების ტკივილი

ხშირი გაციება და ავადობა

ღამით ოფლიანობა

დაღლილობა და თავის ტკივილი

დეპრესია და შფოთვითი აშლილობა

ჭრილობის შეხორცების შეფერხება

ძვლის სიმკვრივის შემცირება

თმის ცვენა

კუნთების სისუსტე, ტკივილი და სპაზმები

ზოგადი სისუსტე

დაქვეითებული იმუნიტეტი

დაბალი კალციუმის რაოდენობა სისხლში

გაღიზიანება და გუნებაგანწყობის ცვალებადობა

წონის მომატება

 

D ვიტამინი არის ერთადერთი ვიტამინი, რომელსაც ჩვენი სხეული თვითონ ქმნის კანის ქსოვილში. იმისათვის, რომ აწარმოოს D ვიტამინი, კანს უნდა ხვდებოდეს მზის სხივები. ამიტომ ეწოდება მას „მზის ვიტამინი“. დაახლოებით, 80-90% D ვიტამინის შექმნა მოდის კანზე და მხოლოდ 10-20% არის საკვებზე. რეალურად D ვიტამინი არის არა ვიტამინი, არამედ სტეროიდული ჰორმონი. ჰორმონი არის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება, რომელიც ჩვენს ორგანიზმში წარმოიქმნება. ჰორმონი წარმოიქმნება ჯირკვლოვან უჯრედებში, გადადის სისხლში და სისხლის გზით მიდის ორგანოებამდე და ქსოვილებამდე, რომლის ფუნქციასაც ცვლის.

 

D ვიტამინის დეფიციტი უკავშირდება გაზრდილ რისკს კიბოს განვითარების, ბავშვებში ასთმის განვითარების, კარდიოვასკულარული დაავადებების განვითარების, ინსულინრეზისტენტობის, დიაბეტის, შემეცნებითი უნარების გაუარესების, ქრონიკული ანთებითი მდგომარეობების, აკნეს, ქრონიკული რინოსინუსიტის, თირკმლის ქრონიკული უკმარისობის, აუტოიმუნური დაავადებების, იმუნური სისტემის

 

ამიტომ, უნდა შემოწმდეს სისხლში D ვიტამინის დონე და მოხდეს მისი დონის შევსება შემდეგ კი დღიური ნორმების მიღება. D ვიტამინის მთავარი ბუნებრივი წყაროა

მზის სხივები. როგორც ნუტრიენტი, ის ცხიმის მაღალი შემცველობის თევზეულში, კვერცხში, რძის პროდუქტებში და ზოგ სოკოშიც გვხვდება. რაციონში D ვიტამინის დამატების გადაწყვეტილება ექიმის რეკომენდაციის გარეშე მიზანშეწონილი არ არის.

 

დეაქტივაციის, დეპრესიის ნერვული დაავადებების და სხვა გაზრდილ რისკებს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი