logo_geo
როგორ სახლებს ქირაობენ და ყიდულობენ თბილისში უცხოელი დიპლომატები?
- +

18 მაისი. 2019. 23:29

 

 

თბილისში ასობით ბინა და სახლია გაქირავებული. თუ უძრავი ქონების სააგენტოების ვებგვერდებს გადაავლებთ თვალს, ნახავთ, რომ დღის განმავლობაში ათობით განცხადება იდება ბინების გაქირავებისა და გაყიდვის შესახებ. შეხვდებით ნებისმიერი ფასის და მდგომარეობის საცხოვრებელს, როგორც გასაყიდს, ასევე გასაქირავებელს. გაქირავების ფასი იწყება დაახლოებით 300 ლარიდან და ადის 15000 ლარამდეც კი. მათგან ყველაზე ძვირადღირებულ ბინებსა და სახლებს ძირითადად უცხოელი ბიზნესმენები, დიპლომატები და მაღალი რანგის ვიზიტორები ქირაობენ. შესაბამისად, მათი მოთხოვნებიც მაღალია. ისინი მზად არიან, გადაიხადონ სოლიდური თანხა იმის სანაცვლოდ, რომ ბინა აკმაყოფილებდეს ყველა მათ საჭიროებას და იყოს კომფორტული. საინტერესოა, რა მოთხოვნები აქვთ ძირითადად და როგორ ბინებს ქირაობენ და ყიდულობენ ისინი.

 

როგორც გავარკვიეთ, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა მათი მხრიდან არის საცხოვრებლის ადგილმდებარეობა. ყველაზე პოპულარულ ადგილად ბიზნესმენებისა და საელჩოების თანამშრომლებისთვის ვაკე რჩება, განსაკუთრებით, თუ საცხოვრებელი ბინა არა ცენტრალურ ქუჩაზე, არამედ ცენტრალურ ქუჩასთან ახლოს, თუმცა, მყუდრო ადგილას მდებარეობს. ისინი მზად არიან, მსგავს ტერიტორიაზე 4-ოთახიან ბინაში გადაიხადონ 8000 ლარიც, თუ იგი აკმაყოფილებს მათ მოთხოვნებს.

 

დიპლომატები, რომლებსაც დიდი ეზოთი კერძო საცხოვრებელი სახლების ქირაობა სურთ, უპირატესობას ანიჭებენ დიდ დიღომში, თბილისის შემოსასვლელში, „თბილისი მოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ დასახლებას.

 

როგორია მათი მთავარი მოთხოვნები? - მათი დიდი ნაწილისთვის უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია ხედი და სიმწვანე. გადატვირთული სამუშაოს შემდეგ, მათ სჭირდებათ ისეთი კომფორტი, რასაც მხოლოდ პრემიუმ კლასის ბინები აკმაყოფილებენ. ისინი მზად არიან, გადაიხადონ მეტი და მათ მიერ ნაქირავებ საცხოვრებელ სახლში რემონტი იყოს გაკეთებული უმაღლესი ხარისხის მასალით, საცხოვრებელი კორპუსი იყოს უზრუნველყოფილი პარკინგით. ასევე, როგორც წესი, დიპლომატები და ბიზნესმენები ქირაობენ სახლს, სადაც უსაფრთხოება უმაღლეს დონეზეა, დაყენებულია ვიდეოკამერები, მათი მოთხოვნით, საცხოვრებელ კორპუსს უნდა ემსახურებოდეს კონსიერჟი.

 

ამასთან, მაღალი დონის სამსახურებში დასაქმებულ უცხოელებს ნაქირავებ საცხოვრებელ სახლში სჭირდებათ დიდი სივრცე, აუცილებლად დიდი და ნათელი ოთახებით, ასევე ბინას უნდა ჰქონდეს მინიმუმ ერთი დიდი აივანი. რომ აღარაფერი ვთქვათ გამართულ ლიფტზე, თბოიზოლიაციასა და მწვანე ხედებზე. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მთელ საცხოვრებელი კორპუსში უსაფრთხოების ყველა ზომა უნდა იყოს დაცული, მათ შორის ხანძარსაწინააღმდეგო სისტემაც.

 

ცალკეულ შემთხვევებში საქართველოზე შეყვარებული უცხოელები, რომლებიც მხოლოდ რამდენიმე წლით არიან ჩამოსული თბილისში, საცხოვრებელ ფართებს ყიდულობენ კიდეც. მათი კრიტერიუმების დაკმაყოფილება დღესდღეობით თბილისში ძალიან ცოტა საცხოვრებელ კომპლექსს შეუძლია, თუმცა, არის ტენდენცია, რომ უცხოელებს უახლოეს მომავალში მსგავსი ბინების ფართო არჩევანი ჰქონდეთ. ასე მაგალითად, 2020 წლიდან ზემო ვაკეში დასრულდება „მარაბდა ჰილსის“ კომპლექსის მშენებლობა, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება ყველა იმ საჭირო პირობით, რაც აუცილებელია უსაფრთხოდ და კომფორტულად ცხოვრებისთვის. მით უფრო, რომ აღნიშნულ კომპლექსში იყიდება როგორც 35 კვ.მ-ის ფართობის ბინები, ასევე 400 კვ. მეტრამდე ფართობის საცხოვრებელი ფართები ყველანაირი კომფორტით.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი