logo_geo
შიმშილის შეგრძნების დაბლოკვის 4 მარტივი ხერხი
- +

20 მაისი. 2019. 02:06

 

თუ წონაში დაკლება, ან სულაც სწორი კვების რეჟიმით ცხოვრება გადაწყვიტეთ დ  ა ჭამის სურვილი მაინც გიტევთ, არსებობს მარტივი ხერხები იმისთ ვის, თ უ  როგორ მოვატყუოთ ამ შემთხვევაში ორგანიზმი?

 

ჭიქა წყალი

 

ორგანიზმი ყოველთვის ვერ ახრეხებს ერთმანეთისგან გაარჩიოს შიმშილის და წყურვილის გრძნობა. ამიტომაც, სანამ ჭამას დაიწყებთ, ჯობს წყალი დალიოთ. ეს კუჭს დროებით შეავსებს და დაგეხმარებათ გაარკვიოთ, მართლაც გინდათ თუ არა ჭამა. შეგიძლიათ წყლის ნაცვლად მწვანე ჩაი ან კეფირი დალიოთ. თუ 15 წუთში მადა ისევ დაგიბრუნდათ, ესე იგი მართლა გშიათ.

 

ძილი

 

ცხოვრების თანამედროვე ტემპი ხშირად ძილის დროს აღარ გვიტოვებს. მუდმივი გამოუძინებლობის გამო შიმშილის გრძნობა მწვავდება – ორგანიზმი ამით ცდილობს ენერგიის ნაკლებობა შეივსოს. ამიტომაც თუ საშუალება გაქვთ – წაუძინეთ. თუ შიმშილის გრძნობა საღამოს გაგიძლიერდათ, ეს დამატებითი მიზეზია რომ დასაძინებლად ადრე დაწვეთ.

 

თამაში

 

ჭამაზე ფიქრს რომ თავი დააღწიოთ, ყურადღება რამე თამაშზე ან თავსატეხზე გადართეთ. რამდენიმე წუთიც და შიმშილის გრძნობა უკან იხევს.

 

მოძრაობა

 

ფიზიკური დატვირთვა კარგი ხერხია ჭამაზე ფიქრისგან თავის დასაღწევად. ამისათვის არ არის აუცილებელი სპორტდარბაზში გაიქცეთ და გასეირნებაც დაგეხმარებათ.

 

 

 

 

big_banner
არქივი