logo_geo
როგორ ამოიცნობთ ნიტრატებიან კიტრსა და პომიდორს?
- +

20 მაისი. 2019. 11:08

 

პომიდორი, რომელიც შიგნიდან გამოფიტულია, დიდი რაოდენობით ნიტრატებს შეიცავს, ასევე ნიტრატებიანია პომიდორი, რომელიც უკვე დამწიფებულია, თუმცა მასში თეთრი ძაფის მაგვარი ზოლებია. ბევრს ჰგონია, რომ მწვანე თესლის მქონე პომიდორიც ნიტრატებითაა გაჯერებული, თუმცა ეს მცდარი შეხედულებაა. კურკების ფერს, პომიდვრის ჯიში განაპირობებს. ალბათ გინახავთ პომიდორი, რომლის ზედაპირიც თეთრი წინწკლებითაა დაფარული.  ასეთი პროდუქტი ხელოვნურადაა დამწიფებული და მასშიც სავარაუდოდ დიდი რაოდენობით ნიტრატები იქნება. ასევე გასათვალისწინებელია, რომ კიტრში უფრო ადვილად კონცენტრირდება ნიტრატები, ვიდრე პომიდორში, ამიტომ კიტრის შეძენისას და მირთმევისას კიდევ უფრო დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. ნუ შეიძენთ არაბუნებრივად, ძალიან მუქი ფერის კიტრს, მასში, დიდი ალბათობით, დასაშვებ დოზაზე მეტი ნიტრატებია. კარგი პომიდორი ძირს დაგდებისას უნდა დაიჭყლიტოს, თუ პომიდორმა შეინარჩუნა ფორმა, ის არაბუნებრივი გზებითაა დამწიფებული. ასევე იცოდეთ, პომიდორი, რომელსაც არაბუნებრივი გამონაზარდები აქვს, არ არის სასარგებლო, რადგან მას ასეთი ფორმა ჰორმონალური პრეპარატების მეშვეობით აქვს მიღებული, რომლის მიღების შედეგადაც, მუტაცია განიცადა.

 

პომიდორის ყიდვისას მნიშვნელოვანია დააკვირდეთ ლაქებს. თუ მასზე მწვანე ფერის ლაქებია, მოერიდეთ ასეთ პროდუქტს, რადგან უმწიფარ პომიდორში დიდი რაოდენობით სოლანინია.

 

სოლანინი- ორგანული შენაერთი, შხამიანი ალკალოიდი, რომელიც ორგანიზმში მოხვედრისას იწვევს გულისრევას, ღებინებას, ტკივილს მუცლის არეში, ნერვული სისტემის დაზიანებას. დიდი დოზით სოლანინის ორგანიზმში მოხვედრამ, შესაძლოა ადამიანის დაღუპვა გამოიწვიოს.

 

პომიდორში არსებული სოლანინი ნეიტრალდება მაღალ ტემპერატურაზე, ასევე მაღალ ტემპერატურაზე ნეიტრალდება ნებისმიერი სახის პომიდორში  ნიტრატებიც.  გამომდინარე იქიდან, რომ კიტრს არ ვამუშავებთ თერმულად და ისე მივირთმევთ და ამასთანავე კიტრში ნიტრატების კონცენტრაცია მეტად ხდება, მის მიღებამდე საჭიროა თავის დაზღვევა და მასში ნიტრატების რაოდენობის შემცირება, რაც სახლის პირობებში შესაძლებელია. ბოსტნეულში ნიტრატების შესამცირებლად მოათავსეთ ისინი წყალში და დადეთ სინათლეზე, რაც უფრო დიდი ხანი იქნება ბოსტნეული წყალში, მით მეტი ნიტრატები გამოვა მისგან, წყალში ყოფნიდან 2 საათის შემდეგ, ბოსტნეულიდან ნიტრატების დაახლოებით 25 პროცენტი გამოვა, რაც არც ისე ცოტაა.  კიტრის შემთხვევაში უმჯობესია გათალოთ ის, რადგან ნიტრატები ძირითადად მის კანში გროვდება.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი