logo_geo
როგორ მოვიქცეთ, რომ ბავშვმა მალე დაიწყოს ლაპარაკი
- +

20 მაისი. 2019. 11:10

 

ბავშვები კარგად რეაგირებენ თავიანთი თანატოლების ხმებზე. ახალშობილები კარგად იმახსოვრებენ თანატოლების ხმებს - ასეთ დასკვნამდე მივიდნენ მაკგილის უნივერსიტეტის სპეციალისტები. ექსპერიმენტის დროს დაადგინეს, რომ ახალშობილები უფრო დიდხანს უსმენდნენ თავიანთ თანატოლებს, ვიდრე უფროსებს.

 

ბავშვები უსმენდნენ, თუ როგორ წარმოთქვამდნენ სხვადასხვა ასაკის ადამიანები ხმოვან ბგერებს. თითოეულ მონაწილეს ჰქონდა ღილაკი, რისი მეშვეობითაც მას შეეძლო გაეჩერებინა ჩანაწერი. საბოლოოდ, ახალშობილები თავიანთი თანატოლების ხმას 40%-ით დიდხანს უსმენდნენ, ვიდრე უფროსების (მათ შორის, მშობლებისაც).

 

ექსპერიმენტის ავტორები მივიდნენ დასკვნამდე, რომ თუ მშობლები ხშირად მოასმენინებენ პატარას თავიანთი თანატოლების ხმებს, ისინი მალე დაიწყებენ ლაპარაკს. თუმცა, ეს სრულიად არ გამორიცხავს იმას, რომ მშობლები არ ესაუბრონ ბავშვს. რაც უფრო მეტად ესაუბრებით, წაუკითხავთ წიგნებს, ლექსებს და ისაუბრებთ არა ჩქარა, არამედ ნელა და გარკვევით, მით უფრო მალე და კარგად ამეტყველდება თქვენი შვილი.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი