logo_geo
რა კავშირია ონკოლოგიურ დაავადებებსა და საოჯახო ქიმიას შორის? - ის, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ
- +

20 მაისი. 2019. 11:56

 

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი დაავადების, კიბოს გამომწვევი ერთი კონკრეტული მიზეზი არ არსებობს. მას იწვევს გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ, საკვები, რომელსაც ვიღებთ, ნივთები, რომელთაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვიყენებთ. მსოფლიოში ყოველი მეექვსე ადამიანი სიმსივნით იღუპება. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში 2017 წელს სულ რეგისტრირებული იყო ყველა ლოკალიზაციის კიბოს 8731 ახალი შემთხვევა. კიბოს ახალი შემთხვევების 56-57% აღირიცხა ქალებში, 44-43% - კაცებში. სიმსივნით 2017 წელს 6545 ადამიანი დაიღუპა.

 

ალბათ, ბევრისთვის  საოჯახო საქმიანობა ჯანმრთელობისთვის საშიშად სულაც არ მოიაზრება, მაგრამ ის შეიძლება ნამდვილ ღამის კოშმარადაც კი იქცეს, თუ დავფიქრდებით იმაზე, რომ ქიმიური საშუალებები, რომელსაც სამზარეულოსა თუ სააბაზანოში ვიყენებთ, კიბოს გაჩენისა და განვითარების პროვოცირებას იწვევს. ბოლო პერიოდში სამეცნიერო წრეებში ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ჭურჭლის და ტანსაცმლის სარეცხი საშუალებები, საპნები, მათეთრებლები და სხვა საოჯახო ქიმია შეიცავს ისეთ კანცეროგენურ და ტოქსიკურ ნივთიერებებს, რომლებიც სწორედ კიბოს იწვევს.

 

მეცნიერები ერთხმად თანხმდებიან, რომ ქიმიური საშუალებების აქტიური გამოყენება ჯანმრთელობისთვის. განსაკუთრებული საფრთხის შემცველი კი ჭურჭლის სარეცხი საშუალებებია, რადგან ის ადამიანის ორგანიზმში ორგვარად ხვდება. ერთი მხრივ, ის ხვდება კანზე და აღწევს ორგანიზმში. მეორე მხრივ კი, თეფშებსა და სხვა ჭურჭელზე დარჩენილ ქიმიურ საშუალებებს ადამიანი საკვებთან ერთად იღებს. როდესაც ეს პროცესი ხანგრძლივია, შედეგად ხშირად ვითარდება ისეთი მომაკვდინებელი დაავადება, როგორიც კიბოა.

 

ასევეა ტანსაცმლის სარეცხი საშუალებებიც. მათი ნარჩენები თითქმის ყოველთვის რჩება ტანსაცმელზე და მათი ტარებისას კანზე სხვადასხვა ზემოქმედებას ახდენენ. რიგ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება. თუმცა ეს ყველაფერი არაა. ტანსაცმელზე დატოვებული ქიმიური ნივთიერებები ორგანიზმში შეწოვის შედეგად ისეთივე ცვლილებების პროვოცირებას ახდენს, როგორსაც აღნიშნული ქიმიური საშუალება ჩვეულებრივად შესუნთქვით ან პირდაპირი კონტაქტით. ამავდროულად, ის ზრდის ენდოკრინოლოგიური დაავადებების განვითარების რისკებსაც და ჰორმონალურ ცვლილებებს უწყობს ხელს.

 

ქიმიური საშუალებების ფუნქცია გარეცხვა, გათეთრება, გაწმენდაა, ადვილი ნამდვილად არაა და სწორედ ამიტომ მწარმოებლები დაუფიქრებლად ამატებენ ტოქსიკურ საშუალებებს, რომ უკეთესი შედეგი მიიღონ. ამ დროს კი არ ფიქრობენ იმ გართულებებზე, რაც ამ ნივთიერებების ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს.

 

სარეცხ საშუალებებში შემავალი ყველაზე მავნე ნივთიერებების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

 

Formaldehyde

 

ეს ნივთიერება იწვევს თვალის, ცხვირისა და ყელის წვის შეგრძნებას, ხველას, ცემინებას და კანის გაღიზიანებას. სიმსივნის კვლევის საერთაშორისო სააგენტოს ცნობით, ის ადამიანურ კარცენოგენად არის დასახელებული.

 

Sulphuric Acid

 

ეს ნივთიერებაც არის კარცენოგენური და ის ცნობილია როგორც ხორხის კიბოს, სასუნთქი გზების კიბოს და პნევმონიტის გამომწვევი მიზეზი.

 

Cocamide

 

ეს არის ნივთიერება, რომელსაც სარეცხ საშუალებებს ამატებენ იმიტომ, რომ მას ქაფი ჰქონდეს. აღნიშნულ ინდუსტრიულ ქიმიკატს ქოქოსის ზეთის გადამუშავებით იღებენ. თუმცა უკანასკნელი კვლევები ადასტურებს, რომ მას შეიძლება მავნე ეფექტი ჰქონდეს, როდესაც მისი შემცველობა ძალიან მაღალია. სწორედ ამიტომ შეცდომაა, როდესაც სარეცხ საშუალებებს წარმოქმნილი ქაფის მიხედვით აფასებენ. რეალურად ის პროდუქტია კარგი, რომელიც ნაკლები ქაფით მოგცემთ კარგ შედეგს.

 

Chlorine

 

ეს არის ნივთიერება, რომელიც გასუფთავებისა და გათეთრების ძლიერ ეფექტს იძლევა. თუმცა ამან შეიძლება მოწამვლამდე ან სხვა უარეს შედეგამდეც მიგვიყვანოს. აუცილებელია, რომ ამ და არა მხოლოდ ამ ნივთიერებისთვის ზომიერება დაცული იყოს პროდუქციაში.

 

ის, რომ აღნიშნული ნივთიერები მავნეა და საოჯახო ქიმია სერიოზულ დაავადებებს იწვევს, არაერთი კვლევითაა დადასტურებული. აშშ-ში 1500 ქალზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ის დიასახლისები, რომლებიც მუდმივად იყენებენ საყოფაცხოვრებო ქიმიის საშუალებებს, მკერდის კიბოთი უფრო ხშირად ავადდებიან, ვიდრე ისინი, რომლებიც საერთოდ არ იყენებენ გასუფთავების თანამედროვე საშუალებებს.

 

თანამედროვე სამყაროში ქიმიური საშუალებების ხმარებიდან ამოღება წარმოუდგენელია. რეალურად არსებობენ კეთილსინდისიერი მწარმოებლებიც, რომლებიც დიდ ყურადღებას აქცევენ პროდუქციის შემადგენლობას და საკუთარ ნაწარმში აღნიშნულ მავნე ნივთიერებებს არ იყენებენ. ამიტომ ეცადეთ ყოველთვის წაიკითხოთ სარეცხი საშუალებების შემადგენლობა და შეარჩიოთ ისეთი, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილი მავნე ნივთიერებებს მცირე რაოდენობით ან საერთოდ არ შეიცავს. აუცილებელია, შეფუთვაზე მითითებული იყოს, რომ ეკო პროდუქტია და მასზე ეკო ნიშნებიც აღინიშნებოდეს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სარეცხის საშუალებას ნეიტრალური, ნაკლებად გამაღიზიანებელი სუნი ჰქონდეს.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი