logo_geo
რამდენი ბაქტერიული უჯრედისგან შედგება ადამიანის ორგანიზმი?
- +

20 მაისი. 2019. 19:02

 

 

2016 წელს ისრაელის ვაიცმანის ინსტიტუტმა ჩაატარა კვლევა, რომელმაც საბოლოოდ მოუღო ბოლო იმ მითს, რომ ადამიანის ორგანიზმი ათჯერ მეტი ბაქტერიული უჯრედისგან შედგება, ვიდრე ადამიანური უჯრედისგან. ასე სჯეროდა კაცობრიობას 1977 წელს დუეინ სევიჯის მიერ გამოქვეყნებული ნაშრომის წყალობით, რომელიც ეფუძნებოდა 1970 წლის ამერიკელი მიკრობიოლოგის, თომას დ. ლუკის ნაშრომს ამასთან დაკავშირებით.

 

სინამდვილეში ისრაელის ვაიცმანის ინსტიტუტის მკვლევარებმა 4-წლიანი კვლევის განმავლობაში დაადგინეს, რომ ადამიანის ორგანიზმში ბაქტერიული და ადამიანური უჯრედების რაოდენობა (მიუხედავად იმისა, რომ ბაქტერიულის რაოდენობა მაინც მეტია) თითქმის ერთნაირია. ჩვენ ვიცით, რომ 84% ადამიანური უჯრედების რაოდენობისა ორგანიზმში მოდის მხოლოდ სისხლის წითელ უჯრედებზე - ერითროციტებზე. მათი რაოდენობა 60 კილოგრამის წონის ადამიანში, რომელსაც დაახლოებით 5 ლიტრი სისხლი აქვს, არის დაახლოებით 30 ტრილიონამდე უჯრედი.

 

ვაიცმანის ინსტიტუტის კვლევით, ადამიანის ორგანიზმში ერთ ადამიანურ უჯრედზე მოდის 1.3 ბაქტერიული უჯრედი, მაგრამ ეს ინდივიდუალურიცაა. გააჩნია ადამიანის წონას და ასევე დეფეკაციას. მაგალითად დეფეკაციამდე ადამიანს შესაძლოა ორგანიზმში ჰქონდეს 50 ტრილიონამდე ბაქტერიული უჯრედი, მაგრამ დეფეკაციის პროცესის დასრულების შემდგომ მათი რიცხვი 30 ტრილიონამდე დავარდეს.

 

ვაიცმანის ინსტიტუტის მკვლევარი რონ მილო, რომელიც ხელმძღვანელობდა მკვლევართა ჯგუფს, აცხადებს, რომ 70 კილოგრამის წონის, 170 სმ-ის სიმაღლის ჯანმრთელ ადამიანს აქვს მინიმუმ 30 ტრილიონი ადამიანური უჯრედი და 39 ტრილიონი ბაქტერიული უჯრედი ორგანიზმში.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი