logo_geo
ცერა თითები, ენა, ფეხები, საჯდომი - სხეულის რომელი ნაწილი რა ფასად აქვთ დაზღვეული ვარსკვლავებს?
- +

21 მაისი. 2019. 00:45

 

 

ცნობილი ადამიანები ხშირად თავისებურებებით გამოირჩევიან და როგორც წესი, ეს მსოფლიო მედიის განხილვის საგანი ხდება. ამჟამად იმ ვარსკვლავების შესახებ მოგითხრობთ, რომლებსაც სხეულის სხვადასხვა ორგანოები აქვთ დაზღვეული:

 

 

1.ამერიკა ფერერა- მას ღიმილი აქვს დაზღვეული 10 მილიონ დოლარად. „უშნო ბეტის“ ვარსკვლავს თავის მართლაც ძალიან მომხიბვლელი ღიმილის დაზღვევაში თანხა არ ენანება.

 

2.ჯულია რობერტსი- ჯულიას შეგვიძლია თამამად ვუწოდოთ ჰოლივუდის ყველაზე შთამბეჭდავი და ლამაზი ღიმილი. მსახიობმა თავისი ღირსების შესახებ შესანიშნავად იცის, ამიტომაც მას ღიმილი 30 მილიონ დოლარად აქვს დაზღვეული.

 

 

3.კრიშტიანუ რონალდუ -პორტუგალიელი სუპერვარსკვლავისთვის ყველაზე ღირებული ცხადია მისი სწრაფი და ყოვლისშემძლე ფეხებია. ფეხბურთელს ფეხები 144 მილიონ დოლარად აქვს დაზღვეული. რონალდუს მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ფეხები აქვს.

 

 

4.ტეილორ სვიფტი- გაგიკვირდებათ და ტეილორმა არა თავისი ხმა, არამედ ფეხები დააზღვია. მომღერალს მოდელის აღნაგობა აქვს და გრძელი, ლამაზი ფეხებით გამოირჩევა, რომელიც 26 მილიონ დოლარად აქვს დაზღვეული.

 

 

 

5.მაილი საირუსი -მომღერალმა ენა 1 მილიონ დოლარად დააზღვია.

 

 

6.ფერნანდო ალონსო- ის ცნობილი მრბოლელია. ალონსომ ცერა თითების დაზღვევა გადაწყვიტა. მისი ცერა თითები 11,5 მილიონ დოლარადაა დაზღვეული.

 

 

7.ჯენიფერ ლოპესი- მომღერალს მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული უკანალი აქვს. ჯეი ლომ უკანალი 300 მილიონ დოლარად დააზღვია.

 

 

8.ჯინ სიმონსი- მაილი საირუსამდე ჯინ სიმონსი იყო ის ადამიანი, რომელმაც ენა 1 მილიონ დოლარად დააზღვია.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი