logo_geo
რა არის იდეალური ქორწინების საიდუმლო?
- +

22 მაისი. 2019. 02:08

 

იდეალური ქორწინების საიდუმლო ისაა, რომ ცოლ-ქმარი უპირველესად კარგი მეგობრები იყვნენ. როცა წყვილი ერთმანეთს მეგობრებად აღიქვამს, მათი ურთიერთობა გაცილებით დიდხანს გრძელდება.

სიყვარულს და მეგობრობას კი მსგავსი და განმასხვავებელი ფაქტორები აქვს.


რა აქვს საერთო სიყვარულს და მეგობრობას


მიზიდულობა


საუკეთესო მეგობრები ერთმანეთს იზიდავენ. ადამიანები, რომლებიც მრავალი წელია მეგობრობენ, განშორების დროს იმავე გრძნობას განიცდიან, რასაც შეყვარებულები.


 სიახლოვე


როცა გულს ვუშლით ვინმეს, ვუზიარებთ ჩვენს ოცნებებს, ფიქრებს, მიზნებს და გეგმებს, ბუნებრივია, ეს ადამიანი ჩვენთვის უფრო ახლობელი ხდება, ვიდრე სხვა დანარჩენი. ჩნდება მტკიცე კავშირი, დაფუძნებული ნდობასა და გაგებაზე. ეს შესაძლებელია, როგორც მეგობრებს, ისე შეყვარებულებს შორისაც.


 პატივისცემა


ჯანსაღი რომანტიკული ურთიერთობა დაშენებულია ურთიერთპატივისცემაზე, იმავეს თქმა შეიძლება მეგობრობაზეც. მაგრამ თუ აღფრთოვანებული ხარ ახლობელი ადამიანით, ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად გიყვარს. პატივისცემა და ერთგულება კი დაგეხმარებათ, ხელი არ ჩაიქნიოთ მძიმე წუთებში. მხარდაჭერა მეგობრული და სასიყვარულო ურთიერთობების ძირითადი მომენტია.


 სიამოვნება


ერთმანეთთან ყოფნის სიამოვნება, ერთად მხიარულება, ერთსა და იმავე ხუმრობაზე სიცილი და შეხვედრის მოლოდინი... ეს ყველაფერი ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ რომანი გაქვთ, თუმცა ეს ჭეშმარიტი ნიშანია იმისა, რომ ძალიან კარგი მეგობრები ხართ.


რითი განსხვავდება სიყვარული და მეგობრობა


პირველი და ძირეული სხვაობა არის ინტიმი. მართალია არსებობს „მეგობრული სექსიც“. მაგრამ ეს თქვენზეა დამოკიდებული შეიცვლება, თუ არა მეგობრობა სხვა ურთიერთობით.


 საერთო მიზნები


საერთო მომავალს მხოლოდ რომანტიკული წყვილი გეგმავს.


რომანტიკული ურთიერთობის განმსაზღვრელ ფაქტორად შეიძლება, ჩაითვალოს პარტნიორების ერთმანეთზე დამოკიდებულების ხარისხი. მეგობრები დამოკიდებულები არიან ერთმანეთზე, მაგრამ შეყვარებულების ცხოვრება მტკიცედ არის გადახლართული ერთმანეთში. ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ ეს სრულიად ნორმალურია. სწორედ ფერადი ოცნებები განასხვავებს სიყვარულს მეგობრობისგან.


 ვალდებულებები


რომანტიკული ურთიერთობების დაწყების გადაწყვეტილება გულისხმობს სტაბილურობას და ასახავს გაცნობიერებულ არჩევანს. სერიოზული ნაბიჯია, რომელიც მოითხოვს ყველა პლუსისა და მინუსის, შესაძლებლობების აწონ-დაწონვას. მიუხედავად ამისა, ბევრ მეგობარს შეუძლია იქცეს კარგ წყვილად, მთავარია, გადაწყვეტილება და სურვილი –თქვენი ცხოვრება იმ ერთს მიუძღვნათ.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი