logo_geo
BBC-იმ თბილისის ზოოპარკის ბინადარ სპილო გრანდს ფილმი მიუძღვნა
- +

23 მაისი. 2019. 10:22

 

 

 

“ოპერაციები დიდ ცხოველებზე“ ამ ციკლიდან ერთ-ერთი სერია ბრიტანულმა ტელეარხმა BBC-იმ თბილისის ზოოპარკის ბინადარს, სპილო გრანდს მიუძღვნა. მაყურებელი დოკუმენტურ ისტორიას 6 ივნისს ნახავს. ბრიტანეთის დროით 21:00 საათზე. შემდეგ კი თბილისის ზოოპარკი კინოს თავის ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნებს.

 

2018 წლის 23 წლის სპილოს მოტეხილი ეშვის ამოღების ოპერაცია ჩაუტარდა. ასეთი საინტერესო მოვლენა ბრიტანული ტელეკომპანია BBC-ს ჟურნალისტების ყურადღების მიღმა არ დარჩენილა. ტელეარხის წარმომადგენლები თავად დაუკავშირდნენ ზოოპარკის ადმინისტრაციას  გრანდის გადაღების თხოვნით - მას ციკლის „ოპერაციები დიდ ცხოველებზე“ ერთ-ერთი სერია მიუძღვნეს, სადაც მოთხრობილია, თუ როგორ ატარებენ გამოცდილი ვეტერინარები ურთულეს ოპერაციებს.

 

 

გრანდის ისტორია

 

ეშვის ამოღების ოპერაცია საკმაოდ რთული პროცედურაა. ერთი ეშვის ამოღებას რამდენიმე საათი სჭირდება, ხოლო ამხელა ცხოველის ნარკოზის ქვეშ ყოფნა საკმაოდ სარისკოა.

 

რთული ოპერაციის ჩასატარებლად საქართველოში ჩამოვიდნენ სპეციალისტები სამხრეთ აფრიკიდან - ქირურგი-სტომატოლოგი და ანესტეზიოლოგი. ოპერაცი სამ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, ჭრილობა კი ერთი წლის განმავლობაში ხორცდებოდა.

 

 

ექვსტონიანი გრანდი თბილისში 2014 წლის ივნისში ჩამოიყვანეს. მაშინ თბილისისა და ერევნის ზოოპარკებმა ურთიერთგაცვლა გადაწყვიტეს - თბილისელ დედალ სპილოს „საქმრო" სჭირდებოდა, მისი ექვსი წლის შვილი ბუნკა კი გრანდის ნაცვლად ერევანში გაემგზავრა.

 

 

big_banner
არქივი