logo_geo
მეცნიერებმა შექმნეს წამალი, რომელიც ძაღლებს 5 წლით გაუხანგრძლივებს სიცოცხლეს
- +

23 მაისი. 2019. 19:20

 

ამერიკელმა მეცნიერებმა ჩაატარეს ცდები, რის შედეგადაც შექმნეს წამალი, რომელიც ძაღლებს მისცემს საშუალებას 5 წლით გაუხანგრძლივდეთ სიცოცხლე. კვლევის შესახებ წერს ერთ-ერთი ამერიკული სამეცნიერო ჟურნალი.

 

კვლევის ფარგლებში საშუალო ხნის (6-დან 9 წლამდე) 32 ძაღლს ჩაუტარდა ცდა. მათ მკურნალობდნენ იმავე პრეპარატით, რასაც მოიხმარენ პაციენტები, რომლებსაც სხვადასხვა ორგანოს გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარდათ. სწორედ ამ წამალში არსებული ნივთიერებები ხელს უშლის ცხოველის დაბერებასა და მეტიც, ორგანიზმს იცავს სიმსივნური უჯრედების წარმოქმნისგან.

 

პრეპარატი ჯერ კიდევ ცდის პროცესშია, ასაკოვან ძაღლებზე წარმატებული შედეგის შემთხვევაში, რომელსაც ჯერ კიდევ ნახევარი წელი სჭირდება,  კვლევებს გააგრძელებენ კატებზე, ხოლო ახლო მომავალში წამალი შესაძლოა გამოსცადონ ადამიანებზეც.

 

მიზანი კი ერთია, აღმოაჩინონ ისეთი ნივთიერება, რაც ცხოველისა და ადამიანის დაბერების პროცესს შეუშლის ხელს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი