logo_geo
კოლხური კულტურა
- +

23 მაისი. 2019. 19:20

 

კოლხური კულტურა გავრცელებული იყო დაახლოებით ძვ.წ. 30-ე საუკუნიდან ძვ.წ. მე-12 საუკუნემდე მთელ დასავლეთ საქართველოს შავიზღვისპირეთის ტერიტორიებზე, დღევანდელ აფხაზეთში, სვანეთში, სამეგრელოში, გურიაში, აჭარაში, ლაზეთში, იმერეთის ტერიტორიებზე, რაჭაში, იმ ტერიტორიებზე, სადაც უძველესი დროიდანვე სახლობდნენ შემდეგი ქართველური ტომები: სასპერები, ტიბარენები, მაკრონები, მოსხები, მოსინიკები და სხვა. როგორც დღევანდელ ქართულ მოსახლეობაში, კოლხურ და მთლიანად მაშინდელ კავკასიური ათივე კულტურის მოსახლეობაში ჭარბობდა G და J ჰაპლოჯგუფების ვარიაციები. კოლხური კულტურის წარმომადგენლები კავკასიაში 45 ათასი წლის წინ მოსული კავკასიელი მონადირე-შემგროვებლების პირდაპირი შთამომავლები იყვნენ. კოლხურ კულტურას დიდი გავლენა ჰქონდა ყობანის კულტურაზე და ასევე მაიკოპის კულტურაზე. ის უმეზობლდებოდა მტკვარ-არაქსის კულტურას და ჩრდილოეთით კი - მაიკოპის და ყობანის კულტურას. კოლხური კულტურისათვის დამახასიათებელია გამორჩეული ცულის ფორმები და ამიტომ ამ ცულებს კოლხური ცულები ეწოდა.

 

ის იყო ძალიან განვითარებული და ყოველმხრივ წინ წასული კულტურა, რომელმაც შემდგომში დაუდო კიდეც სათავე პირველ ქართულ სახელმწიფოებრიობას. მისი გავლენა აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზეც კი შეიმჩნეოდა. კოლხეთის დაბლობზე უამრავგანაა აღმოჩენილი კოლხური კულტურის მაცხოვრებელთა სამაროვნები, სამარხები, ასევე რაჭაში ცნობილი ბრილის სამაროვანი აღმოჩენილი გ. გობეჯიშვილის მიერ. ამ კულტურაში ძალიან კარგად იყო განვითარებული ბრინჯაოს წარმოება, ფერად ლითონთა დამუშავება. ეს მხარე ოდითგან ოქრომრავლობით გამოირჩეოდა. უკვე აღმოჩენილია ამ კულტურის ათასობით არტეფაქტი. შემდგომი არქეოლოგიური სამუშაოები ნამდვილად უამრავ სიურპრიზს შემოგვთავაზებს და შესაძლოა ამ კულტურის ასაკი ბევრად უფრო გაიზარდოს. არქეოლოგიური სამუშაოები დღესდღეობით კოლხური კულტურის შესასწავლად არ ან ძალიან შეუმჩნევლად მიმდინარეობს, არადა, ეს არის კავკასიურ 10 კულტურას (პროტოცივილიზაციას) შორის, ნამდვილად გამორჩეული და შესაძლოა უძველესი და ყველაზე განვითარებული კულტურა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი