logo_geo
გაიცანით კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალი
- +

24 მაისი. 2019. 12:13

 

 

კინტრიშის დაცული ტერიტორია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ქობულეთის რაიონში მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 13514 ჰა-ს შეადგენს.

 

კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალი 1959 წელს შუამთის რელიქტური ტყეებისა და ენდემური სახეობების, ფლორისა და ფაუნის დაცვის მიზნით დაარსდა.

 

2007 წელს კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალის ბაზაზე დაცული ლანდშაფტი შეიქმნა. სახელმწიფო ნაკრძალის ფართობია 3108 ჰა, ხოლო ეროვნული პარკის 10406 ჰა.

 

კინტრიშის ორი ტურისტული მარშრუტი მდებარეობს ზღვის დონიდან 300-2000 მ-ის სიმაღლეზე. ბილიკზე გადაადგილება შესაძლებელია როგორც ფეხით, ასევე ცხენით.

 

მარშრუტის გასწვრივ მოწყობილია საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები, ასევე გამოყოფილია კოცონის დასანთები ადგილი.

 

მაღლა მთებში 2200 მეტრის სიმაღლეზე განლაგებულია ორი პატარა ტბა – თბიყელი და სიძერძალი, რომელთა ფართობი 1, 5 ჰექტარს არ აღემატება. აქედან პირველი ტბა უშუალოდ ნაკრძალის ტერიტორიაზეა განლაგებული, მეორე კი – მის საზღვრებს გარეთ.

 

კინტრიშის ნაკრძალის რელიეფი რთული და მრავალფეროვანია. ნაკრძალში შემონახულია მრავალი ენდემური და რელიქტური სახეობა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი