logo_geo
„ცაში ამაღლებული სიკვდილი“ - ნატო ვაჩნაძის ბედისწერა
- +

24 მაისი. 2019. 14:32

 

 

ნატალია (ნატო) გიორგის ასული ვაჩნაძე საბჭოთა პერიოდის ქართველი კინომსახიობი, საბჭოთა ეკრანის მეგავარსკვლავი, ქართული კინოს აღმოჩენა იყო. იგი ყოველ ახალ როლში განსხვავებულ ხასიათს ქმნიდა. კინოს თავდავიწყებულმა სიყვარულმა სულიერად დაანათესავა ორი ახალგაზრდა შემოქმედი- „ნატო გახდა ნიკოლოზ შენგელაიას ცხოვრების თანამგზავრი ვარსკვლავი, შენგელაია კი ნატოს ცხოვრების რეჟისორი“.

 

ნატო იყო პირველი ქართველი კინომსახიობი, რომელიც საერთაშორისო კინოფესტივალზე მოხვდა. ნატო იყო ლეგენდა, მაგრამ როგორც ოთარ სეფიაშვილი წერს, „ჩვენს ლეგენდას აქვს დასასრულიც - პოეტურად ლამაზი და სევდანარევი. ორმოცდაცამეტში გაზეთები იუწყებოდნენ მწუხარე ამბავს: ჰაერში თვითმფრინავის კატასტროფამ იმსხვერპლაო ვარსკვლავი. ბედისწერა: თვითმფრინავი, რომლითაც ნატო დონის როსტოვიდან თბილისისაკენ გამოფრინდა, სწორედ ნიკოლოზ შენგელაიას მშობლიური სოფლის თავზე მოხვდა ჭექა-ქუხილში და დაიღუპა. და იყო რაღაც მშვენიერიცა და შემზარავიც ცაში ამაღლებულ ამ სიკვდილში... ასე მიეფარა თვალს. მკვდარიც არავის უნახავს - დაიწვა, გაქრა“.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი