საუკეთესო ამონარიდები ონორე დე ბალზაკის „შაგრენის ტყავიდან“
-
+
24 მაისი. 2019. 14:33
- „თუ მე მფლობ, ყოველივეს მფლობელი იქნები, მაგრამ შენი ცხოვრება ჩემი იქნება. ღმერთმა ასე ინება. ისურვე და შენი სურვილები შენს ცხოვრებას შეუფარდე, ყოველი შენი სურვილის მიხედვით მეც ისევე შევმცირდები, როგორც შენი დღეები შემცირდებიან“.
- „განა ჯალათებს არ უტირიათ ქალწულთა დანახვაზე, რომელთა ქერა თავები გილიოტინის ქვეშ უნდა დაყრილიყო“.
- „ამ ქვეყანაზე არაფერია სრულყოფილი, გარდა უბედურებისა“.
- „ყოველი თვითმკვლელობა მელანქოლიის ამაღლებული პოემაა“.
- „უმჯობესია, მოკვდე ახალგაზრდა, ვიდრე მიგატოვონ მაშინ, როცა დროის მსახვრალი ხელი ფიზიკურ სილამაზეს დაფერფლავს“.
- „შეყვარებულს სურს, თავის სატრფო აბრეშუმში გაახვიოს. უმეტეს შემთხვევაში კი მის სხეულს ჭუჭყიან ლოგინზე ეუფლება“.
- „მეცნიერება უსაზღვროა, ხოლო ადამიანის ცხოვრება მოკლეა, ამიტომ ჩვენ არ ვოცნებობთ, ბუნების ყველა მოვლენა შევიცნოთ“.
- „რა არის სიგიჟე, თუ არა სურვილისა და ძალის სიჭარბე?“
- „ჩემი პატივმოყვარეობის ერთადერთი საგანი დანახვა იყო. რა გვრჩება ხელში მატერიალური მფლობელობიდან? მხოლოდ აზრი. არასოდეს არაფერი მომისურვებია, მხოლოდ ველოდი. სამყაროში ისე ვსეირნობდი თითქოს ჩემი საკუთარი ბაღი ყოფილიყოს“.
- „ქალს, თუნდაც იგი მიმზიდველი იყოს მშვენიერი ელენესა და ჰომეროსის გალათეასავით, არავითარი გავლენის მოხდენა არ შეუძლია ჩემს გრძნობებზე, თუ იგი ოდნავ ჭუჭყიანია“.
წყარო :