logo_geo
დედამიწაზე ყველაზე ძვირადღირებული პროდუქტი იისფერი ყვავილების მინდორზე მოდის
- +

24 მაისი. 2019. 18:00

 

 

ყოველ წელს ერთი კვირის განმავლობაში, ლამაზი იისფერი ყვავილები მთელ მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე ადგილას ყვავის. ხალხი იისფერი ზაფრანას მტვრიანებს ხელით აგროვებს.

 

შეგროვება ძალიან დამღლელი პროცესია. თითოეულ ყვავილს სამი მტვრიანა აქვს, რომელიც ხელით უნდა მოკრიფონ.

 

 

ზაფრანა, როგორც სანელებელი, ფართოდ გამოიყენება კულინარიაში მისი მძაფრი, სპეციფიური არომატისა და ცხარე გემოს წყალობით, რასაც ანიჭებს მცენარეში შემავალი გლიკოზიდები. სამტვრეები და ბუტკოს დინგები შეიცავს მოყვითალო-სტაფილოსფერ პიგმენტ კაროტინს.

ამ თვისებების გამო, ყვავილის ეს ნაწილები ფართოდ გამოიყენება, როგორც საღებავი საშუალება და არომატიზატორი საკონდიტრო წარმოებაში, კულინარიაში, აგრეთვე, ყველის, ძეხვეულის და ლიქიორების წარმოებაში. 1 კგ მშრალი მასის მისაღებად საჭიროა 40-60 000 ყვავილი.

500 გრამი ზაფრანა ღირს $ 2 000-დან 10 000-მდე დოლარამდე.

სასარგებლო თვისებების გამო, ზაფრანა ფართოდ გამოიყენება აღმოსავლეთის ქვეყნების ფარმაცევტულ წარმოებაში. 300-მდე სამკურნალო საშუალება მზადდება მისი ექსტრაქტის გამოყენებით. ზაფრანას ექსტრაქტი შედის ბიოლოგიურად აქტიური დანამატების და თვალის წვეთების შემადგენლობაში.

 

ზაფრანის ნაყენი გამოიყენება როგორც მასტიმულირებელი საშუალება გულის დაავადებების, ლეიკემიის, სტენოკარდიის, შარდ-კენჭოვანი დაავადებების, ცისტიტის, ურეთრიტის, ეპილეფსიური კრუნჩხვების დროს.

 

მოქმედებს როგორც ტკივილგამაყუჩებელი, სედატიური, შარდმდენი, ანტისპაზმური, ანთების საწინააღმდეგო, ნაღველმდენი, ბაქტერიოციდული საშუალება. ხსნის დაძაბულობას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას.

 

აღმოსავლეთის ქვეყნებში ითვლება, რომ ზაფრანას ფურცლები აღრმავებს სიცოცხლის ფილოსოფიური სიბრძნის უნარს, არ აძლევს ადამიანს სახლის და ახლობლების დავიწყების საშუალებას.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი