„ყარამანიანის“ მე-18 საუკუნის ხელნაწერის ერთი ფურცლისაგან გაკეთებული პარკით ხილი ერთ დუქანში 1921 წლის 20 ივლისს გაუყიდიათ.
წარწერა ხელნაწერზე: „ამ პარკით ხილი ეყიდნათ ერთს დუქანში. ა. შანიძე 20/VII. [1]921".
ხელნაწერმა დღემდე მხოლოდ ამ ფრაგმენტით მოაღწია.
დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში.