logo_geo
მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ მიკროტალღური ღუმელები სრულიად უსაფრთხოა
- +

25 მაისი. 2019. 11:15

 

მიკროტალღური ღუმელის ირგვლივ უამრავი მითი არსებობს. არის მოსაზრება, რომ ის ძალიან საშიშია ადამიანისთვის, პროდუქტს „აცარიელებს“ სასარგებლო ნივთიერებებისგან.

 

მიკროტალღური ღუმელების მიმართ ძირითადი პრეტენზია გამოსხივებაა. ბევრს მიაჩნია, რომ ეს საშიშია. თუმცა, მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ საშიში და მავნე გამოსხივება ღუმელს არ აქვს. მეორე მითის თანახმად, არ შეიძლება მუშა მდგომარეობაში მყოფ ღუმელთან ახლოს დგომა. სინამდვილეში, მიკროტალღური ღუმელის გამოსხივებას სუსტი შეღწევადობა ახასიათებს, რომელსაც ლითონის თხელი ფურცელიც კი აკავებს. გაჟონვის ერთადერთი ვარიანტი ღუმელის ღია კარია. საბედნიეროდ, ყველა თანამედროვე მიკროტალღური ღუმელი კარის გაღებისას ავტომატურად ითიშება.

 

მესამე მითის თანახმად, მიკორტალღური ღუმელი საკვებს ადამიანისთვის მავნედ აქცევს. თუმცა, მკვლევარები ამტკიცებენ, რომ პროდუქტის გაცხელების პროცესი მიკროტალღურ ღუმელში ისეთივეა, როგორც ხარშვის ან შეწვის დროს. ზოგადად, პროდუქტი უფრო მეტ სასარგებლო ნივთიერებას კარგავს თერმული დამუშავების ტრადიციული მეთოდებისას. საქმე ისაა, რომ მიკროტალღურ ღუმელში საჭმელი კეთდება გაცილებით უფრო სწრაფად. ბევრი სასარგებლო ნივთიერება კი იშლება სწორედ ხანგრძლივი დამუშავებისას, მაგალითად В1, В2, В12 ვიტამინები და ფოლიუმის მჟავა. ამასთან, წვის პროცესისგან განსხვავებით, მიკროტალღურ ღუმელში კანცეროგენები არ წარმოიქმნება.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი